ბს-682-674(3კ-15) 09 ივნისი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2015წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ 22.01.2014წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ გადაფარვის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს 03.03.2011წ. N2-16/88 და 12.09.2009 N2-16/163 მიმართვების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
07.03.2014წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მესამე პირად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას შპს „...“ ასევე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა ზედდების ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.11.2009 წ. №2-16/163 და 30.03.2011 წ. №2-16/88 მიმართვები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 18.11.2009 წ. №882009368585-03, 29.03.2012 წ. №882012133408-03, 19.11.2009 წ. №882009369845-03, 31.03.2011 წ. №882011143947-03, 06.10.2009 წ. №882009308516-03, 30.11.2012 წ. №892012118244-03, 20.06.2011 წ. №882011283427-03, 20.06.2011წ. №882011284622-03, 22.06.2011 წ. №882011285687-03, 22.06.2011 წ. №882011285682-03, 24.06.2011 წ. №882011290680-03, 27.06.2011 წ. №882011293887-03, 08.08.2012 წ. №882012423083-03, 11.09.2012 წ. №8822012422981-03, 06.10.2012 წ. №882012949271-03 და 06.10.2012 წ. №882012949294-03 გადაწყვეტილებები.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 25.08.2014წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ც-ა, მ. უ-ა, შ. ც-ა, დ. ე-ა, ნ. ც-ა, დ. ქ-ა, ფ. ხ-ა, შპს ,,ს…’’ (შპს …’’), დ. ა-ე და თ. ზ-ა, ხოლო 16.02.2015წ. განჩინებით - სს „ს…“.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 23.02.2015წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაკვეთების ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.11.2009 წ. №2-16/163 და 30.03.2011წ. №2-16/88 მიმართვები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 18.11.2009 წ. №882009368585-03, 29.03.2012 წ. №882012133408-03, 19.11.2009 წ. №882009369845-03, 31.03.2011 წ. №882011143947-03 გადაწყვეტილებები, შპს ,,...’’ მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2009 წ. №882009308516-03, 30.11.2012 წ. №892012118244-03, 20.06.2011 წ. №882011283427-03, 20.06.2011 წ. №882011284622-03, 22.06.2011 წ. №882011285687-03, 22.06.2011 წ. №882011285682-03, 24.06.2011 წ. №882011290680-03, 27.06.2011 წ. №882011293887-03, 08.08.2012 წ. №882012423083-03, 11.09.2012 წ. №8822012422981-03, 06.10.2012 წ. №882012949271-03 და 06.10.2012 წ. №882012949294-03 გადაწყვეტილებების ზედდების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, შპს „...“ (ს.კ. 204516693) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.09.2015წ. =1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2015წ. განჩინება;
3. შპს „...“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.09.2015წ. =1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი