-
#ბს-350-346(2კ-კს-16) 23 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ ვ. ც-ა, ბ. ვ-ა, ხ. წ-ა და სხვ. (სულ 18 ფიზიკური პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირები – ჯ. თ-ა, ზ. ქ-ი, ჯ. წ-ა და სხვ.
დავის საგანი _ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 ოქტომბერს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ და სხვებმა (სულ 17 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას და ზ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულებში აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
2014 წლის 24 ოქტომბერს ა. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა. გ-ას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ა. ს-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანების ბათილად ცნობა, ა. ს-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, ა. ს-ას სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხე მხარედ მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიეთითა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრისა და 5 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. წ-ა, ვ. გ-ა, ჯ. წ-ა, დ. ხ-ა, რ.ფ-ა, ბ. ო-ა, ზ. ქ-ა, ვ. გ-ა, ო. ბ-ი, შ. ნ-ა, კ. გ-ა, ჯ. თ-ა, ბ. წ-ა, რ. ც-ა, მ. გ-ა, ზ. ქ-ი, ბ. გ-ა, დ. ს-ა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით გაერთიანდა აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას, ა. ს-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. გ-ი, ე. კ-ა, გ. კ-ა, ბ. ჟ-ა, ა. ჯ-ა, კ. ჯ-ა და ს. კ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით გადაიდო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 და 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანებები ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ჯ-ას, მო. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან, ხოლო ა. ს-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ვ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ბ. ვ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ხ. წ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ე. კ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; გ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; მ. ს-ე აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ნ. ქ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; გ. ჯ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; მ. ს-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; მ. ჯ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; თ. კ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ზ. ს-ა აღდგენილ იქნა ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ი. გ-ი აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ბ. ხ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის .... თანამდებობაზე; მ. ყ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; რ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ზ. ბ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ა. ს-ა აღდგენილ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სასარგებლოდ მათ მიერ საადვოკატო მომსახურების სახით თითოეულზე 100 ლარის ანაზღაურება (სულ 1800 ლარი); მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სასარგებლოდ მათ მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება თითოეულზე 14 (თოთხმეტი) ლარი (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით 100 ლარი.
2016 წლის 30 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ვ. ც-ას და სხვათა წარმომადგენელმა ი. პ-მა, რომელმაც სასამართლო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სრულად არ იყო გადაწყვეტილი აპელანტების მიერ ყველა მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე ხარჯების საკითხი, ამასთან, არ იყო სრულად შეჯამებული ინსტანციურობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, არ იქნა გადაწყვეტილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ვერ გახდებოდა სასამართლო ხარჯებისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის დამატებითი განჩინებით ვ. ც-ას და სხვათა წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დამატებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოტანილი, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცას პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც მართალია იყო განხილვის საგანი, მაგრამ სასამართლოს გამორჩა მხედველობიდან მიეღო გადაწყვეტილება ამ კონკრეტული მოთხოვნის მიმართ ანუ რამდენიმე მოთხოვნიდან სასამართლომ არ იმსჯელა და გადაწყვეტილება არ გამოიტანა ერთ-ერთის მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც კონკრეტულად მოცემულია, თუ რა გადაწყვიტა სასამართლომ განსახილველ საქმესთან მიმართებით. სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს დასკვნას სასარჩელო/სააპელაციო/საკასაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით აპელანტების ვ. ც-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 და 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანებები შესაბამისი თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ და ისინი აღდგენილ იქნენ ამავე თანამდებობებზე. ამავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას აპელანტების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი ხელფასის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა ანალიზი იმის შესახებ, სახეზე იყო თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ეხება მხოლოდ პროცესუალურ შემთხვევას და არა კონკრეტული საქმის ვითარების სამართლებრივ შეფასებას, რომლის გაანალიზება და არგუმენტირებული გასაჩივრებაც (სააპელაციო/საკასაციო წესით) შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს მითითებას აპელანტების მიერ სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დაყენებული ყველა მოთხოვნის შესახებ, ხოლო მოპასუხეზე დაკისრებული თანხების ოდენობასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარმოადგენს დასახელებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების საგანს, რის გამოც არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა (სულ 18 ფიზიკური პირი), რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სრულად არ იქნა გადაწყვეტილი აპელანტების მიერ ყველა მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე ხარჯების საკითხი. ამასთან, სასამართლოსგარეშე ხარჯები არ არის სრულად შეჯამებული ინსტანციურობის გათვალისწინებით, მათი გადაწყვეტა კი საპროცესო კანონის მიხედვით, სწორედ სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას განეკუთვნება. გარდა აღნიშნულისა, არ გადაწყვეტილა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხი. წარდგენილი შუამდგომლობა კი უარყოფილ იქნა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილება შეიცავს სადავო საკითხებზე მსჯელობას, ხოლო თუ სად, რომელ პუნქტში აისახა ის, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს გასაჩივრებულ განჩინებაში. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, კანონმდებლობით დაცულია პროცესის მოგების შემთხვევაში მხარის მიერ გაწეული ხარჯების დაბრუნების შესაძლებლობა.
ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა (სულ 18 ფიზიკური პირი), რომლებმაც გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორები ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც გადაიდო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ჯ. თ-ამ, ზ. ქ-მა, ჯ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების - ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა მითითებას აპელანტების მიერ სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დაყენებული ყველა მოთხოვნის შესახებ, ხოლო მოპასუხეზე დაკისრებული თანხების ოდენობასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარმოადგენდა დასახელებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების საგანს.
თავის მხრივ კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სრულად არ იქნა გადაწყვეტილი აპელანტების მიერ ყველა მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე ხარჯების საკითხი, ხოლო არ გადაწყვეტილა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით აპელანტების ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 და 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანებები შესაბამისი თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ ამავე თანამდებობებზე. ამავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას აპელანტების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი ხელფასის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით იმსჯელა აპელანტების მიერ სადავოდ ქცეულ ყველა საკითხზე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს დასაბუთებას პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილი - მითითებას აღნიშნული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, სასამართლოსგარეშე ხარჯების ოდენობასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიები კი სცილდება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ფარგლებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების ნაწილში ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა (სულ 18 ფიზიკური პირი), რომლებმაც გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. ხოლო საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი