Facebook Twitter

#ბს-35-34 (2კ-2კს-16) 22 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ა

წარმომადგენელი - ი. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის ნაწილში

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მხარემ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები დააყენა:

1. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი გ. გ-ას დისციპლინური წესით დასჯის და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის №2459359 ბრძანება. გ. გ-ა აღდგენილი იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უფროსად.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, მისი თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 8 ნოემბრიდან დისციპლინური წესით დასჯის და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანების ოფიციალურად გაცნობამდე.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ანაზღაურება 2014 წლის 7 ნოემბრიდან მოცემულ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს პროცესის ხარჯის -სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის და სხვა წარმომადგენლების დახმარებისთვის 2000 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ 2005-დან 2014 წლამდე გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ანაზღაურება.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით 10 ლარის ანაზღაურება, გაღებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისას.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას, საქმის გადადების გამო განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო

აქტების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო გაღებული სატრანსპორტო ხარჯის - 50 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანება გ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ასევე დაევალა მოსარჩელისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: 10 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენის საფასურის და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ. გ-ს წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოსგარეშე ხარჯი) 10 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში (გადაწყვეტილების 4.1. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი გამოუყენებელი

შვებულების ანაზღაურების თაოაბზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ სამი წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღუარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების მე-2, მე-3, 4.2. პუნქტები უცვლელად დარჩა. ასევე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. გ. გ-ას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

2015 წლის 1 დეკემბერს და 22 დეკემბერს გ. გ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის დამატებითი განჩინებით გ. გ-ას წარმომადგენლის ადვოკატ ი. პ-ის სააპელაციო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად. გ. გ-ას წარმომადგენლის ადვოკატ ი. პ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნილი იყო დამატებითი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ სააპელაციო მოთხოვნებზე: გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილი იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინება პაექრობის ეტაპიდან საქმის განსახილველად სხვა დროისათვის გადადების თაობაზე; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1. მუხლის „ა“ პუნქტი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ მატერიალურ–სამართლებრივი ანუ სასარჩელო მოთხოვნების მიმართ; მოსარჩელის მიერ აღძრული თითოეული მატარიალურ – სამართლებრივი (სასარჩელო) მოთხოვნის მიმართ სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში; შესაბამისად, სსსკ–ის 261–ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით გადაწყვიტოს იმ სასარჩელო მოთხოვნის ბედი, რომელიც იყო სარჩელის საგანი და რომელსაც ძირითადი გადაწყვეტილებაში არ მიეცა სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მხარის მიერ ისეთი განჩინებების მიმართ აღძრული პროცესუალურ–სამართლებრივ მოთხოვნები, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით ზემდგომ ინსტანციებში წარდგენილი ვერ იქნება კერძო საჩივრის ფორმით, სსსკ–ის 377–ე მუხლის მიხედვით ზემდგომ ინსტანციებს წარედგინება შესაბამისად სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ასახვის გზით და ისინი ექვემდებარებიან შემოწმებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად სსსკ–ის 393–ე და 394–ე მუხლების შესაბამისად; აღნიშნულიდან გამომდინარე ასეთი სახის პროცესუალური მოთხოვნების კანონიერებაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მსჯელობს სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რაც აისახება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან გ. გ-ას მიერ სააპელაციო საჩივარში აღძრული მოთხოვნები: სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის შესახებ განჩინების, პაექრობის ეტაპიდან საქმის განსახილველად სხვა დროისათვის გადადების თაობაზე განჩინების და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე განჩინების გაუქმების თაობაზე წარმოადგენენ მხოლოდ პროცესუალური ხასიათის მოთხოვნებს, შესაბამისად, მათზე სასაამრთლომ მსჯელობა იქონია სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სადაც მიუთითა მათი უსაფუძვლობის შესახებ; ამასთან, სააპელაციო პლატის პოზიცია სადავო პროცესუალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაისინჯება გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო საჩივრის საფუძველზე, როგორც გადაწყვეტილების შემადგეენლი ნაწილი, ჩამოყალიბებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას.

აღნიშნული განჩინება გ. გ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ სააპელაციო სასამართკლოს არ მიუღია გადაწყვეტილება შემდეგ სააპელაციო მოთხოვნებზე: გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილი იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინება პაექრობის ეტაპიდან საქმის განსახილველად სხვა დროისათვის გადადების თაობაზე; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 მარტის საოქმო განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სსსკ–ის 261–ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით გადაწყვიტოს იმ სასარჩელო მოთხოვნის ბედი, რომელიც იყო სარჩელის საგანი და რომელსაც ძირითადი გადაწყვეტილებაში არ მიეცა სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარის მიერ ისეთი განჩინებების მიმართ აღძრული პროცესუალურ–სამართლებრივ მოთხოვნები, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით ზემდგომ ინსტანციებში წარდგენილი ვერ იქნება კერძო საჩივრის ფორმით, სსსკ–ის 377–ე მუხლის მიხედვით ზემდგომ ინსტანციებს წარედგინება შესაბამისად სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ასახვის გზით და ექვემდებარება შემოწმებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად სსსკ–ის 393–ე და 394–ე მუხლების შესაბამისად. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ასეთი სახის პროცესუალური მოთხოვნების კანონიერებაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მსჯელობს სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რაც აისახება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. ვინაიდან გ. გ-ას მიერ სააპელაციო მოთხოვნები არის პროცესუალური ხასიათის მოთხოვნები, შესაბამისად, მათზე სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში; ამასთან, სააპელაციო პლატის პოზიცია სადავო პროცესუალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაისინჯება გადაწყვეტილებასთან ერთად, საკასაციო საჩივრის საფუძველზე, როგორც გადაწყვეტილების შემადგეენლი ნაწილი, ჩამოყალიბებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ას წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ას წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება დამატებითი გგადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის ნაწილში; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. სილაგაძე

#ბს-35-34(2კ-2კს-16) 22 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ა

წარმომადგენელი - ი. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის დამატებითი განჩინება გ. გ-ას წარმომადგენელ ი. პ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მხარემ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები დააყენა:

1. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი გ. გ-ას დისციპლინური წესით დასჯის და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის №2459359 ბრძანება. გ. გ-ა აღდგენილი იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უფროსად.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, მისი თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 8 ნოემბრიდან დისციპლინური წესით დასჯის და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანების ოფიციალურად გაცნობამდე.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ანაზღაურება 2014 წლის 7 ნოემბრიდან მოცემულ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს პროცესის ხარჯის -სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის და სხვა წარმომადგენლების დახმარებისთვის 2000 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ 2005-დან 2014 წლამდე გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ანაზღაურება.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის, 10 ლარის, ანაზღაურება (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისასგაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის).

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას, საქმის გადადების გამო განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო

აქტების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო გაღებული სატრანსპორტო ხარჯის - 50 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანება გ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ასევე დაევალა მოსარჩელისთვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: 10 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენის საფასურის და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ. გ-ს წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოსგარეშე ხარჯი) 10 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში (გადაწყვეტილების 4.1. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი გამოუყენებელი

შვებულების ანაზღაურების თაოაბზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ სამი წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღუარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების მე-2, მე-3, 4.2. პუნქტები უცვლელად დარჩა. ასევე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. გ. გ-ას შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

2015 წლის 1 დეკემბერს და 22 დეკემბერს გ. გ-ას წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის დამატებითი განჩინებით გ. გ-ას წარმომადგენლის ადვოკატ ი. პ-ის სააპელაციო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად. გ. გ-ას წარმომადგენლის ადვოკატ ი. პ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დამატებით განჩინებაზე, იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ას წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო საჩივარი წარმოადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ინსტანციაში გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო პირველი რიგში ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კერძო საჩივრით ასაჩივრებს საპელაციო სასამართლოს დამატებით განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ას წარმომადგენლის ადვოკატ ი. პ-ის სააპელაციო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. გ-ას სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯი) ასანაზღაურებლად.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ას წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება პროცესის ხარჯის ნაწილობრივ ანაზღაურების თაობაზე, საჩივრდება საკასაციო წესით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინების ის ნაწილი, რომლითაც გ. გ-ას წარმომადგენელს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე, საჩივრდება კერძო საჩივრით, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა განჩინების გასაჩივრების წესი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჩივრებს დამატებით განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც გ. გ-ას წარმომადგენლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი კერძო საჩივარი, თავისი არსით, საკასაციო საჩივარია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მისი დასაშვებობის საკითხზე ძირითად საკასაციო საჩივართან ერთად მსჯელობს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ინსტანციაში გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ამასთან, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. დანარჩენ ნაწილში კი, საკასაციო საჩივრების დაშვების წინაპირობები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 261-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ინსტანციაში გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში;

5. დანარჩენ ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

6. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-8 (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.2 პუნქტის ძალაში დატოვების გარდა), მე-9 პუნქტები;

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის დამატებითი განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

8. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის დამატებითი განჩინება (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტები);

9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. სილაგაძე