Nბს-268-266 (3კ-16) 12 ივლისი 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია; 2. ლ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-ემ 2015 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი (ძალაში შესვლის დღიდან) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 13 აგვისტოს N647 ბრძანება (ლ. ჩ-ის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მერიის ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ), ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 27 ოქტომბრის N1167 ბრძანება და გამოცემულ იქნეს ახალი ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის 256/კ ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 3 მარტის N16 ოქმი, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 მარტის N17 ოქმი, ლ. ჩ-ის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის, ... განყოფილების უფროსის პოზიციაზე აღდგენა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ლ. ჩ-ის სასარგებლოდ, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (16.03.2015) სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 13 აგვისტოს N647 ბრძანება (ლ. ჩ-ის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების და მერიის ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 27 ოქტომბრის N1167 ბრძანების ბათილად ცნობის და ახალი ბრძანების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის, ... განყოფილების უფროსის პოზიციაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ლ. ჩ-ის სასარგებლოდ, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის 256/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 3 მარტის N16 ოქმი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 მარტის N17 ოქმი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ლ. ჩ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ლ. ჩ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივნისის განჩინებით ქ. რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
რაც შეეხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარს, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი, თუმცა დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 13 აგვისტოს N647 ბრძანება (ლ. ჩ-ის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების და მერიის ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 27 ოქტომბრის N1167 ბრძანების ბათილად ცნობის და ახალი ბრძანების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის, ... განყოფილების უფროსის პოზიციაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ლ. ჩ-ის სასარგებლოდ, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის 256/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 3 მარტის N16 ოქმი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 მარტის N17 ოქმი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით კი ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, ანუ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქმეზე ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი, რომლის წინააღმდეგაც კასატორს სააპელაციო საჩივარი არ ჰქონდა შეტანილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართული საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მოპასუხე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ქ. რუსთავის მერიამ გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების გარეშე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-268-266(3კ-16) 24.06.2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია; 3. ლ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-ემ 2015 წლის 3 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი (ძალაში შესვლის დღიდან) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 13 აგვისტოს N647 ბრძანება (ლ. ჩ-ის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ), ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 27 ოქტომბრის N1167 ბრძანება და გამოცემულ იქნეს ახალი ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის 256/კ ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 3 მარტის N16 ოქმი, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 მარტის N17 ოქმი, ლ. ჩ-ის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი ... სამსახურის, ადგილობრივი ... განყოფილების უფროსის პოზიციაზე აღდგენა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ლ. ჩ-ის სასარგებლოდ, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (16.03.2015) სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 13 აგვისტოს N647 ბრძანება (ლ. ჩ-ის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების და მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 27 ოქტომბრის N1167 ბრძანების ბათილად ცნობის და ახალი ბრძანების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი ... სამსახურის, ადგილობრივი ... განყოფილების უფროსის პოზიციაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ლ. ჩ-ის სასარგებლოდ, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის 256/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 3 მარტის N16 ოქმი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 მარტის N17 ოქმი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ლ. ჩ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ლ. ჩ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით კასატორ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები). განჩინება კასატორს 2016 წლის 25 აპრილს ჩაჰბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 26 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს 24:00 საათზე ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო კასატორ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას განუმარტავს, რომ ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2016 წლის 30 აპრილს, ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, ხარვეზის გამოსწორების ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2016 წლის 2 მაისს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის კასატორის მიერ არ არის ხარვეზი შევსებული და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი