ბს-144-143(2კ-16) 15 სექტემბერი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პარლამენტის, ს. ზ-ის, გ. მ-ასა და სხვათა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2015წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ზ-ემ, გ. მ-ამ, რ. პ-მა, ს. პ-მა, ვ. შ-ამ, თ. ბ-მა, გ. უ-მა, შ. გ-მა, ბ. ბ-მა და თ. დ-ემ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის და მესამე პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მოსარჩელეთა სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით: ყოველ მოსარჩელეზე ერთი თვის ხელფასი და დანამატი ერთად 1600 მანეთის, კურსით ეროვნულ ვალუტაში - 979,77 ლარის, ასევე მითითებული თანხის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის, მიუღებელი შემოსავლისთვის, ეროვნული ბანკების მონაცემების ბანკთაშორის აუქციონების და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების მიხედვით, ასევე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ხუთი წლიდან დარჩენილი 46 თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის და სადეპუტატო დანამატის, უკანონოდ დათხოვნის დღიდან სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, - 1992 წლის 01 იანვრიდან 1995 წლის ოქტომბრის ჩათვლით ანაზღაურება. ყოველ მოსარჩელზე 46 თვის ხელფასი - 64,400 მანეთის, კურსით ეროვნულ ვალუტაში 39,435,8 ლარის ოდენობით და სადეპუტატო დანამატის 46 თვის 9,600 მანეთის, კურსით ეროვნულ ვალუტაში 5,633,62 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ასევე მითითებული თანხის მიუღებლოით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლისთვის ყოველი თვის იძულებით განაცდურ ხელფასზე (ეროვნული ბანკის მონაცემებით ბანკთაშორის აუქციონების და დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს პარლამენტს დაეკისრა მოსარჩელე ს. ზ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება, გ. მ-ას სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. რ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. ს. პ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. ვ. შ-ას სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. თ. ბ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. გ. უ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. შ. გ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. ბ. ბ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 19,44 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება. თ. დ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით 498,46 (ოთხასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს.ზ-ემ, გ. მ-ამ, რ. პ-მა, ს. პ-მა, ვ. შ-ამ, თ. ბ-მა, გ. უ-მა, შ. გ-მა, ბ. ბ-მა და თ. დ-ემ და საქართველოს პარლამენტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2015წ. გადაწყვეტილებით ფიზიკური პირების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2015 წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს პარლამენტს დაეკისრა ს. ზ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვისგაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, გ. მ-ას სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, რ. პ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, ს. პ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, ვ. შ-ას სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვისგაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, თ. ბ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, გ. უ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, შ. გ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, ბ.ბ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის
გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, თ. დ-ის სასარგებლოდ უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატით 501.32 (ხუთას ერთი ლარი და 32 თეთრი) ლარი, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 20 ლარის ანაზღაურება, საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასააჩივრეს ს.ზ-ემ, გ. მ-ამ, რ. პ-მა, ს. პ-მა, ვ. შ-ამ, თ. ბ-მა, გ. უ-მა, შ. გ-მა, ბ. ბ-მა და თ. დ-ემ და საქართველოს პარლამენტმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის, ს. ზ-ის, გ. მ-ასა და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2015წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი