ბს-368-363(2კ-16) 15 სექტემბერი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და დ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2016წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ა-მა 22.12.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ მორალური ზიანის - 20 000 ლარის და მატერიალური ზიანის - 12 726,25 ლარის (მათ შორის, გირაოს სახით გადახდილი თანხის - 5 000 ლარის ანაბარზე განთავსებით მიუღებელი შემოსავალი - 1 850 ლარი, ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა - 2 876,25 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 8 000 ლარი) ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.03.2015წ. განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2015წ. გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავარ პროკურატურას დ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 2 000 ლარის, მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 2 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით - 8 000 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ. 07.08.2015წ. სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2016წ. გადაწყვეტილებით დ. ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2015 წ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის დ. ა-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 8000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ა-ს უარი ეთქვა საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 8000 ლარის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და დ. ა-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და დ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურისა და დ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და დ. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2016წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი