საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-616-610(კ-16) 8 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.16წ. განჩინებაზე.
01.08.2016წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება ჩაბარდა ნ. ბ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის შვილს ე. ბ-ეს (ს.ფ.156) 05.08.2016წ., რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით და პირადი ნომრით. (წარმომადგენელობის დამადასტურებელი რწუნებულება №160062548, გაცემული 26.01.2016წ. დამოწმებული ნოტარიუს თ. ჩ-ის მიერ, დაცულია საქმეში ს.ფ. 104-105). ხარვეზის გამოსწორების ვადა 12.08.16წ. 24 საათზე ამოიწურა. კასატორს მოცემული განჩინების გამოტანის დროისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ამდენად, სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კასატორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი