ბს-72-71(კ-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2015წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რეგისტრირებულმა კოოპერატივმა „...“ 18.07.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 39,12 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 23.06.2010წ. №01-22/2304 წერილის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 39,12 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში საქართველოს მთავრობის 01.09.2010წ. №1149 განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 39,12 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის 08.09.2010წ. გაფორმებული №1 მიღება-ჩაბარების აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 39,12 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის 09.09.2010წ. დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 39,12 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 09.09.2010წ. №01-22/4341 მიმართვის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2015წ. გადაწყვეტილებით რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2015წ. განჩინებით რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2015წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, ბათუმის მეთევზეთა რეგისტრირებულ კოოპერატივ „...“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.03.2016წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რეგისტრირებული კოოპერატივი „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2015წ. განჩინება;
3. ბათუმის მეთევზეთა რეგისტრირებულ კოოპერატივ „...“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.03.2016წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი