904აპ ქ. თბილისი
22 დეკემბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჯ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით:
რ. ჯ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 დეკემბრიდან.
მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
დამტკიცდა მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.
დ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 8 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 დეკემბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ რ. ჯ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 3 დეკემბერს რ. ჯ-ძემ და დ- ც-მა განიზრახეს თურქეთის რესპუბლიკაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და საქართველოში მისი ასევე უკანონოდ შემოტანა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ორივე გაემგზავრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. რ. ჯ-ძემ და დ. ც-მა თურქეთის რესპუბლიკაში, წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინეს 4,07 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ნაწილი _ 4,0 გრამი შესანახად და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსატანას რ. ჯ-ძემ გადასცა დ. ც-ს, ხოლო 0,07 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ შეინახა შარვლის ჯიბეში და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
2008 წლის 3 დეკემბერს შსს სოდ-ის აჭარის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ხელვაჩაურის რაიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს რ. ჯ-ძე და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 0,07 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
მანვე 2008 წლის 26 სექტემბერს, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ, კვლავ უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა 2008 წლის 3 დეკემბერს აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში სამედიცინო გამოკვლევის შედეგად.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
რ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ რ. ჯ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ჭ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ რ. ჯ-ძე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ავადმყოფი და საჭიროებს მკურნალობას, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _ ი. ბალაძისა და რ. ჩხაიძის ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულ რ. ჯ-ძის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რ. ჯ-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მეორე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე არ ხდება დამატებითი სასჯელების შემცირება), მსჯავრდებულ რ. ჯ-ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მას სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 23 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
«ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ასევე ამავე კანონის მეორე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე არ ხდება დამატებითი სასჯელების შემცირება), მსჯავრდებულ რ. ჯ-ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ რ. ჯ-ძეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 23 (ოცდასამი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.