#ბს-513-508(კ-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 11 მარტს მ. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ უძრავი ქონების, მდებარე ახალქალაქი, ... №1, საცხოვრებელი სახლი №..., ბ. №32-ის შემდგომი განკარგვისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემის ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის №1/365 წერილის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისათვის, როგორც დამატებითი ქონების, ახალქალაქში, ... №1, საცხოვრებელი სახლი №..., ბ. №32-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №1-1/1184 ბრძანების, ლ. ქ-ზე (პ/ნ ...) საცხოვრებელი ბინის, მდებარე ახალქალაქში, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32, ს/კ - ..., საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 ოქტომბრის №101 ბრძანების, ლ. ქ-ის (პ/ნ...) სახელზე გაცემული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 ნოემბრის საკუთრების უფლების №29 მოწმობის ბათილად ცნობა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მ. პ-ას, ვ. პ-ისა და ა. პ-ისათვის საცხოვრებელი ბინის, მდებარე ახალქალაქი, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32, ს/კ - ... უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა და მათ სახელზე საკუთრების უფლობის მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელით ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ყოველგვარი სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვა ახალქალაქში, ... ქ. №1, კორპ. №..., ბინა №32-ში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე ქონებაზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განჩინებით მ. პ-ას უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ ლ. ქ-ზე, პ/ნ ..., საცხოვრებელი ბინის, მდებარე ახალქალაქში, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32-ის (ს/კ...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 ოქტომბრის №101 ბრძანებისა და ლ. ქ-ის, პ/ნ ..., სახელზე გაცემული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 ნოემბრის საკუთრების უფლების №29 მოწმობის ბათილად ცნობა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მ. პ-ას, ვ. პ-ისა და ა. პ-ისათვის საცხოვრებელი ბინის, მდებარე ახალქალაქი, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32 (ს/კ - ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა და მათ სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
2015 წლის 24 მარტს მ. პ-ამ ხელმეორედ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და იგივე ქონებაზე (მდებარე ახალქალაქში, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32, საკადასტრო კოდი - ...) ყადაღის დადება მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ახალქალაქში, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32, საკადასტრო კოდი - ....
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ქ-ი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და ლ. ქ-ზე, საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ახალქალაქში ... №1, კორპუსი №..., ბინა №32-ის (ს/კ...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 ოქტომბრის №101 ბრძანების და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 ნოემბრის ლ. ქ-ის სახელზე გაცემული №29 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2015 წლის 17 აპრილს მოსარჩელეებმა მ. პ-ამ, ვ. პ-მა, ა. კ-მა და ს. ნ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში გადაცემული რუსეთის ფედერაციის ყოფილი №62 სამხედრო ბაზის საცხოვრებელი ბინების გამანაწილებელი კომისიის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში გადაცემული, რუსეთის ფედერაციის ყოფილი №62 სამხედრო ბაზის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების გამანაწილებელი კომისიის 2013 წლის 21 ივნისის სხდომის №16 ოქმის ლ. ქ-ზე საცხოვრებელი ბინის, მდებარე ახალქალაქში, ... №1, კორპ. №..., ბინა №32, ს/კ - ..., გადაცემის ნაწილში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში გადაცემული, რუსეთის ფედერაციის ყოფილი №62 სამხედრო ბაზის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების გამანაწილებელი კომისიის 2013 წლის 21 ივნისის სხდომის №16 ოქმის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი და 2013 წლის 23 ოქტომბრის №101 ბრძანებაზე დართული ბინების განაწილების სიის (სიით №23) იმ ნაწილში, რომლითაც ლ. ქ-ს გადაეცა ბინა, მდებარე ახალქალაქში, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32, ს/კ - ..., ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 ოქტომბრის №101 ბრძანების ლ. ქ-ზე საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ახალქალაქში, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32, (ს/კ - ...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ლ. ქ-ის სახელზე გაცემული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 ნოემბრის საკუთრების უფლების №29 მოწმობის ბათილად ცნობა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში გადაცემული, რუსეთის ფედერაციის ყოფილი №62 სამხედრო ბაზის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების გამანაწილებელი კომისიისათვის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მ. პ-ას, ს. ნ-ის, ვ. პ-ისა (დაბადებული... წ.) და ა. პ-ისათვის (დაბადებული... წ.) უსასყიდლოდ საერთო საკუთრებაში საცხოვრებელი ბინის, მდებარე ახალქალაქში, ... №1, კორპუსი №..., ბინა №32 (ს/კ - ...) გადაცემისა და მათ სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ის, ს. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ღონისძიება - ლ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ახალქალაში, ... კორპუსი №..., ბინა №32, ს/კ - ... დადებული ყადაღა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. პ-ამ, ვ. პ-მა, ა. პ-მა და ს. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. პ-ამ, ვ. პ-მა, ა. პ-მა და ს. ნ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარზე მ. ც-ს 2016 წლის 8 ივლისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ც-ს უნდა დაუბრუნდეს მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება;
3. მ. ც-ს დაუბრუნდეს მ. პ-ას, ვ. პ-ის, ა. პ-ისა და ს. ნ-ის საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 8 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი