Facebook Twitter

#ბს-565-560(4კ-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-ისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 20 ოქტომბერს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-ისა და ბანკ „...“ მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ივლისის უძრავ ნივთზე იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 25 ივლისის უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული 2011 წლის 30 ივნისის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელების დავალება და ასევე ბანკ „რესპუბლიკის“ მიერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის უზრუნველყოფის სახით იპოთეკით დატვირთვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით ნ. კ-ემ მოპასუხეებად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, მ. მ-ი და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 თებერვლის №88202011066229-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 21 სექტემბრის №143524 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №ე-24-97-615 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, ... მიმდებარედ მიწის ნაკვეთის (ს/კ ... და ...; დაზუსტებული ფართი 1502 კვ.მ. 751+751) ნ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.

მოსარჩელემ ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ... 751+751 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისი, ... მიმდებარედ) ყადაღის დადება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. კ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისის მერია და ა. ე-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 24 თებერვლის №882011066229-03 გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მისი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და ნ. კ-ემ.

აპელანტები - ქ. თბილისის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ნ. კ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

აპელანტი - ნ. კ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - ნ. კ-ემ საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინება, ნ. კ-ის (მოწმეთა დაკითხვის შესახებ) შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 24 თებერვლის №882011066229-03 გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღების დღიდან და შესაბამისად, მისი მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი რეგისტრაციაში გატარების დღიდან; დანარჩენ ნაწილში ნ. კ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, ქ. თბილისის მერიამ და ნ. კ-ემ.

კასატორებმა - ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მერიამ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა - ნ. კ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და 2011 წლის 30 ივნისის №დ-266 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და 2011 წლის 30 ივნისის №დ-266 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ გასაჩივრებულ ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, მ. მ-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ნ. კ-ემ.

კასატორებმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და მ. მ-მა საკასაციო საჩივრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - ნ. კ-ემ საკასაციო საჩივრით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის, 5 აგვისტოსა და 31 აგვისტოს განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-ისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 28 ივნისს, მ. მ-ს 2016 წლის 30 ივნისს, ხოლო ნ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 11 აგვისტოს ლ. კ-ეს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300-300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-სა და ნ. კ-ეს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210-210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მ. მ-ისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 28 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. მ. მ-ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 30 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

5. ნ. კ-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 11 აგვისტოს ლ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი