Facebook Twitter

საქმე Nბს-597-591(კ-16) 4 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ჩ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები: სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტო, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების განმსაზღვრელი კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჩ-მა 2014 წლის 4 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 16 ივლისის №41400447541 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა - მოსარჩელე, ნ. ჩ-ისათვის (პ/ნ ...) ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის საფუძვლით სარჩოს დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ შრომისუნარიანობის 60%-ის დაქვეითების პროპორციულად დღევანდელი კურსის გადაანგარიშებით, განცხადების შეტანიდან შემდგომი პერიოდისათვის და წარსული დროისათვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დავალება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ათი დღის ვადაში გამოსცეს მოსარჩელე, ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება მოსარჩელისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის საფუძვლით სარჩოს გადახდა შრომისუუნარობის 60%-ის დაქვეითების პროპორციულად სარცელის შეტანის დროისათვის მოქმედი კურსის პროპორციულად გადაანგარიშებით სარჩელის შეტანიდან შემდგომი პერიოდისათვის და წარსული დროისათვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისია.

2015 წლის 18 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება. 2015 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 16 ივლისის №4 1400447541 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელე, ნ. ჩ-ისათვის (პ/ნ ...) ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის საფუძვლით სარჩოს დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ შრომისუნარიანობის 60%-ის დაქვეითების პროპორციულად სარჩელის შეტანის დღეს არსებული კურსის გადაანგარიშებით განცხადების შეტანიდან შემდგომი პერიოდისათვის და წარსული დროისათვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დავალება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ათი დღის ვადაში გამოსცეს მოსარჩელე, ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება მოსარჩელისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის საფუძვლით სარჩოს გადახდა შრომისუუნარობის 60%-ის დაქვეითების გამო 2011 წლის 20 ივნისიდან სამომავლოდ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე თითოეული პერიოდისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობით, რაც ამ დრომდე 2011 წლის 20 ივნისიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლის შეადგენს 6083 (ექვსი ათას ოთხმოცდა სამი) ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილთ და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე