Facebook Twitter

საქმე Nბს-612-606 (კ-16) 4 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს. ზ-ე, ს. ა-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მოპასუხეები)

მესამე პირები - ს. ხ-ე, მ. ც-ე, ი. ტ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, საკონკურსო კომისიის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შექმნა, ხელახალი კონკურსის ჩატარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ზ-ემ და ს. ა-ემ 2015 წლის 23 თებერვალს სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 2014 წლის პირველი დეკემბრიდან, 2015 წლის 15 იანვრის პერიოდში ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, საკონკურსო კომისიის 2015 წლის 12 იანვრის ოქმის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, სადაც კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ... თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ს. ხ-ე; ასევე, 2015 წლის 15 იანვრის ოქმის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, სადაც კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურის განყოფილების ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა მ. ც-ე; (მოსარჩელე ს. ზ-ის მოთხოვნა); საკონკურსო კომისიის 2014 წლის 30 დეკემბრის ოქმის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, სადაც ... ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ი. ტ-ე; ასევე, საკონკურსო კომისიის 2014 წლის 30 დეკემბრის ოქმის და დანართი №2-ის ბათილად

ცნობა იმ ნაწილში, სადაც ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. (მოსარჩელე ს. ა-ის მოთხოვნა); ახალი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შექმნა (ორივე მოსარჩელის მოთხოვნა). კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ... თანამდებობაზე ს. ხ-ის და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურის განყოფილების ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, მ. ც-ის დანიშვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; (მოსარჩელე ს. ზ-ის მოთხოვნა). ... ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ი. ტ-ის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (მოსარჩელე ს. ა-ის მოთხოვნა).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით: ადმინისტრაციულ საქმეში, ს. ზ-ისა და ს. ა-ის სარჩელის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. ხ-ე, მ. ც-ე და ი. ტ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით ს. ა-ის სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეოობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თნამდებობაზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 9 მარტის №2015 01-06/198 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისისს 2015 წლის 24 აპრილის №13 სხდომის ოქმის და მისი დანართების ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა გ. გ-ე და ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე გ. გ-ის დანიშვნის თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 მაისის 01-11 4 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმეობა ამ ნაწილში შეწყდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ზ-ისა და ს. ა-ის სარჩელი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, საქმეში მესამე პირების, ს. ხ-ის, მ. ც-ის და ი. ტ-ის მონაწილეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლი კონკურსის შედეგების ნაწილობრივ გაუქმების, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ახალი საკონკურსო კომისიის შექმნისა და კონკურსის თავიდან ჩატარების შესახებ, არ დაკამყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ზ-ემ და ს. ა-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ზ-ისა და ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ხ-ს დაუბრუნდა პირველ ინსტანციის სასამართლოში ს. ზ-ის და ს. ა-ის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100-100 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება; აგრეთვე, ა. ხ-ს დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ს. ზ-ის და ს. ა-ის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ზ-ემ და ს. ა-ემ. კასატორებმა მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკამყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ს. ზ-ის და ს. ა-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ზ-ის და ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლისმე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამკატეგორიის საქმეებზე საქართველოსუ ზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეგანხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობ სვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდენ არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის, ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო სადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ს. ზ-ის და ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ს. ზ-ისა და ს. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ.როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე