Facebook Twitter

#ბს-809-801(კ-16) 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.08.2016წ. ბრძანებაზე და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

18.03.2016წ. შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ი/მ მ. ხ-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით შპს ,,...“-ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2016წ. განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...“, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს ,,...“-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2016წ. განჩინებით შპს ,,...“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2016წ. განჩინება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2016წ. ბრძანებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა შპს ,,...“ (ს/კ 445388198; მისამართი: ქ. ბათუმი, ... ქ. N4) ყადაღადადებული ქონება ი/მ ,მ. ხ-ის (ს/კ ...; მისამართი: ქ. ბათუმი, ... ქ. N5) აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა ი/მ მ. ხ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.08.2016წ. ბრძანებით ი/მ მ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2016წ. ბრძანება. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით განიმარტა, რომ ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნული ბრძანება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ი/მ მ. ხ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანებით განემარტათ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ ბრძანებას საკასაციო საჩივრის ავტორიც გაეცნო. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ბრძანების გასაჩივრების წესიც. ამდენად, საკასაციო სასამართლო, ასკ-ის 2123 მუხლის მე-9 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ი/მ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.08.2016წ. ბრძანების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი/მ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი