ბს-263-261(3კ-კს-16) 17 ნოემბერი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-მა 23.12.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, ზ. ს-მა მოპასუხეებად მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და საპრეტენზიო კომისია. მოსარჩელემ მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 03.12.2014 წ. №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ზ. ს-ის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 14.11.2014 წ. №6 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 14.112014 წ. №1 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.11.2014 წ. №7 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ბათილად იქნას ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის მიერ უმოქმედობით მიღებული გადაწყვეტილება ამავე კომისიის 14.11.2014 წ. №6 ოქმზე მოსარჩელის ნაწილში წარდგენილი შენიშვნების უარყოფის შესახებ, ზ. ს-ი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნას სამსახურში, ზ. ს-ს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი სრულად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისროს ზ. ს-ის სასარგებლოდ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება და მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების სრული ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2015 წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ს-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ზ. ს-ის მიერ სააპელაციო წესით აგრეთვე გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.2015 წ. საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საქმეზე დართვის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2015 წ. განჩინება მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამავე მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის და ამავე კომისიის საპრეტენზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი შესაგებლისა და მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.2015 წ., 02.03.2015 წ., 30.03.2015 წ. საოქმო განჩინებები საქმის ზეპირი მოსმენით სხვა დროისათვის გადადების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2015წ. და 21.04.2015 წ. საოქმო განჩინებები საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2015წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 14.11.2014 წ. №6 ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 14.11.2014 წ. №1 სხდომის ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24.11.2014 წ. №7 სხდომის ოქმით მიღებული შემაჯამებელი საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 03.12.2014 წ. №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სასამართლო გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 600 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი