Facebook Twitter

ბს-470-465(2კ-16) 17 ნოემბერი, 2016წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-ემ 03.04.2015წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და საბოლოოდ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 04.03.2015წ. გამართულ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ლ. ლ-ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და ამავე დღეს საკრებულოს მიერ მიღებული N30 განკარგულება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ლ. ლ-ის გადაყენების შესახებ, ლ. ლ-ე აღდგენილ იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება და ბათილად იქნეს ცნობილი 04.03.2015წ. გამართულ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ი.მ-ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შესახებ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და ამავე დღეს საკრებულოს მიერ მიღებული N38 განკარგულება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ი. მ-ის დანიშვნის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.04.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ადიგენის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარე ი. მ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 24.08.2015წ გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 04.03.2015წ. გამართულ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ლ. ლ-ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და ამავე დღეს საკრებულოს მიერ მიღებული N30 განკარგულება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ლ. ლ-ის გადაყენების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი 04.03.2015წ. გამართულ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ი. მ-ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შესახებ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და ამავე დღეს საკრებულოს მიერ მიღებული N38 განკარგულება ადიგენის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ი. მ-ის დანიშვნის შესახებ; ლ. ლ-ე აღდგენილ იქნა ადიგენის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე; ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება ლ. ლ-ის თანამდებობიდან გადაყენების დღიდან (04.03.2015წ.) თანამდებობაზე მისი აღდგენის დღემდე ყოველთვიურად (დარიცხული) 2650 ლარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. განჩინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 24.08.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. მ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი