Facebook Twitter

#ბს-638-631(4კ-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 24 ივლისს მ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...“ მიმართ.

მოსარჩელემ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ბ№111076562 ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 6 ოქტომბრის №01.10/3830 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების საფუძველზე, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 27 ივნისის №882012295785-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2012 წლის 18 ოქტომბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...“ შორის გაფორმებული №1211336664 ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 ოქტომბრის №892012054106-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მ. ც-ის სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...“ მიმართ, შპს „...“ ნაწილში, სარჩელზე უარის თქმის მოტივით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე, მ. ც-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ბ№111076562 ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 6 ოქტომბრის №01.10/3830 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების საფუძველზე, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 27 ივნისის №882012295785-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2012 წლის 18 ოქტომბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...“ შორის გაფორმებული №1211336664 ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 ოქტომბრის №892012054106-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ა/რ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის №678 განკარგულების ბათილად ცნობა. ამავე განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო - საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე, მ. ც-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, ფორმულირებულ იქნა შემდეგი სახით: რამოდენიმე ერთეული უძრავი ქონების, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე 18874 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 30 მარტის №01-10/1142 მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ა/რ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის №1775 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა 3 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე 18874 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...), მ. ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში; 2011 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ა/რ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა 3 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე 18874 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...), მ. ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 6 ოქტომბრის №01.10/3830 მიმართვის საფუძველზე, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ოქტომბრის №882011491506-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც აჭარის ა/რ საკუთრებაში დარეგისტრირდა რამოდენიმე ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე 18874 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...), მ. ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რამოდენიმე ერთეული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 30 მარტის №01-10/1142 მიმართვა, დაბა ჩაქვში მდებარე, მ. ც-ის საკუთრებაში რიცხული 1930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 30 მარტის №01-10/1142 მიმართვის საფუძველზე, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ, დაბა ჩაქვში მდებარე, მ. ც-ის საკუთრებაში რიცხული 1930 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); მოპასუხეები - საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახური დავალდებულდნენ ძალადაკარგულად გამოეცხადებინათ: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ა/რ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის №1775 განკარგულება, რომლითაც ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა 3 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე 18874 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მ. ც-ის კუთვნილი 1930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...); 2011 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა 3 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე 18874 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მ. ც-ის კუთვნილი 1930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...); აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 6 ოქტომბრის №01.10/3830 მიმართვის საფუძველზე, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 13 ოქტომბერს მიღებული №882011491506-03 გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დარეგისტრირდა რამოდენიმე ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, დაბა ჩაქვში მდებარე 18874 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მ. ც-ის კუთვნილი 1930 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი