#ბს-674-667(კ-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 27 ივლისს ლ.ზ-მა, ლ. ა-ემ, ლ. ს-ემ, მ. გ-მა, თ. თ-მა, მ. ბ-ემ და ნ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების მიმართ, მოპასუხისთვის მათ სასარგებლოდ მიუღებელი პენსიისა და უკანონოდ დაკავებული თანხის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
2015 წლის 27 ივლისს ნ. ა-ემ, ლ. შ-ემ, მ. ჯ-მა, ზ. ს-ემ, ა. ბ-ემ და ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიმართ, მოპასუხისთვის მათ სასარგებლოდ მიუღებელი პენსიისა და უკანონოდ დაკავებული თანხის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს - 1. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ნ. ა-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ნ. ა-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. ა-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 2. 2012 წლის 1 სექტემბრიდან მ. ჯ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან მ. ჯ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. ჯ-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 3. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ა. ბ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ა. ბ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა. ბ-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 4. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ნ. კ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ნ. კ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. კ-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 5. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ლ. შ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ლ. შ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. შ-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 6. 2012 წლის 1 ივლისიდან ზ. ს-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ზ. ს-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ზ. ს-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 7. 2012 წლის 1 დეკემბრიდან ლ.ზ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ლ.ზ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ.ზ-ისათვის 655 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 440 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 8. 2012 წლის 1 დეკემბრიდან ლ. ა-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ლ. ა-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. ა-ისათვის 716 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 501 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 9. 2012 წლის 1 სექტემბრიდან თ. თ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან თ. თ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ. თ-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 10. 2012 წლის 1 დეკემბრიდან მ. ბ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან მ. ბ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. ბ-ისათვის 715 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 500 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 11. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ნ. გ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ნ. გ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. გ-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 12. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ლ. ს-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან ლ. ს-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. ს-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 13. 2012 წლის 1 სექტემბრიდან მ. გ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 1 აპრილიდან მ. გ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. გ-ისათვის 985 ლარის ანაზღაურება, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით 1. მოსარჩელეთა - ნ. ა-ის, ლ. შ-ის, მ. ჯ-ის, ზ. ს-ის, ა. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ.ზ-ის, ლ. ა-ის, ლ. ს-ის, მ. გ-ის, თ. თ-ის, მ. ბ-ის, ნ. გ-ის - სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.1. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან ნ. ა-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ნ. ა-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ნ. ა-ეს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.2. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან მ. ჯ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან მ. ჯ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. მ. ჯ-ს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.3. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან ა. ბ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ა. ბ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ა. ბ-ეს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.4. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან ნ. კ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ნ. კ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ნ. კ-ეს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.5. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან ლ. შ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ლ. შ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ლ. შ-ეს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.6. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება 2012 წლის 1 ივლისიდან ზ. ს-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ზ. ს-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ზ. ს-ეს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 875 ლარი და დაქვითული თანხა 110 ლარი; 1.7. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება 2012 წლის 1 დეკემბრიდან ლ.ზ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ლ.ზ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ლ.ზ-ს აუნაზღაურდა 655 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 440 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.8. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება 2012 წლის 1 დეკემბრიდან ლ. ა-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ლ. ა-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ლ. ა-ეს აუნაზღაურდა 655 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 440 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.9. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან თ. თ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან თ. თ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. თ. თ-ს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.10. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება 2012 წლის 1 დეკემბრიდან მ. ბ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან მ. ბ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. მ. ბ-ეს აუნაზღაურდა 655 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 440 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.11. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან ნ. გ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ნ. გ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. ნ. გ-ეს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.12. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან ლ. ს-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან ლ. ს-ისათვის პენსიის დაქვითვის. ლ. ს-ეს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი; 1.13. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება 2012 წლის 1 სექტემბრიდან მ. გ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება 2013 წლის 1 აპრილიდან მ. გ-ისათვის პენსიის დაქვითვის შესახებ. მ. გ-ს აუნაზღაურდა 985 ლარი, საიდანაც მიუღებელი პენსიაა 770 ლარი და დაქვითული თანხა 215 ლარი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ზ. ს-ის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ს-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ს-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი