Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-880-872 (2კს-16) 04.11.2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები - ვ. ც-ა, ბ. ვ-ა, ხ. წ-ა, ე. კ-ა, გ. ც-ა, მ. ს-ე, ნ. ქ-ა, გ. ჯ-ა, მ. ს-ა, მ. ჯ-ა, თ. კ-ა, ზ. ს-ა, ი. გ-ი, ბ. ხ-ა, მ. ყ-ა, რ. ც-ა, ზ. ბ-ა, ა. ს-ა

წარმომადგენელი - ი. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მესამე პირები - რ. წ-ა, ვ. გ-ა, ჯ. წ-ა, დ. ხ-ა, რ. ფ-ა, ბ. ო-ა, ზ. ქ-ა, ვ. გ-ა, ო. ბ-ი, შ. ნ-ა, კ. გ-ა, ჯ. თ-ა, ბ. წ-ა, რ. ც-ა, მ. გ-ა, ზ. ქ-ი, ბ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრისა და 19 სექტემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სააღსრულებო ფურცელსა და დამატებით განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის შუამდგომლობის განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 17 ოქტომბერს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ და სხვებმა (სულ 17 ფიზიკური პირი) მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ასა და ზ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულებში აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

2014 წლის 24 ოქტომბერს ა. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა. გ-ასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ... განყოფილების ... თანამდებობიდან ა. ს-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანების ბათილად ცნობა, ა. ს-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლებთან ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, ა. ს-ას სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხე მხარედ მიუთითა მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრისა და 5 დეკემბრის განჩინებებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირებად ჩაებნენ რ. წ-ა, ვ. გ-ა, ჯ. წ-ა, დ. ხ-ა, რ. ფ-ა, ბ. ო-ა, ზ. ქ-ა, ვ. გ-ა, ო. ბ-ი, შ. ნ-ა, კ. გ-ა, ჯ. თ-ა, ბ. წ-ა, რ. ც-ა, მ. გ-ა, ზ. ქ-ი, ბ. გ-ა, დ. ს-ა.

მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრისა და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრისა და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას, ა. ს-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. გ-ი, ე. კ-ა, გ. კ-ა, ბ. ჟ-ა, ა. ჯ-ა, კ. ჯ-ა და ს. კ-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრისა და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ასა და ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 და 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანებები ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან, ხოლო ა. ს-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის... განყოფილების ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ვ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ბ. ვ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ხ. წ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ე. კ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; გ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; მ. ს-ე აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ნ. ქ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; გ. ჯ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; მ. ს-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; მ. ჯ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; თ. კ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ზ. ს-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ი. გ-ი აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ბ. ხ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; მ. ყ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; რ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ზ. ბ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე; ა. ს-ა აღდგენილ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ... განყოფილების ... თანამდებობაზე; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ასა და ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სასარგებლოდ მათ მიერ საადვოკატო მომსახურების სახით თითოეულზე 100 ლარის ანაზღაურება (სულ 1800 ლარი); მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ასა და ა. ს-ას სასარგებლოდ მათ მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება თითოეულზე 14 (თოთხმეტი) ლარი (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით - 100 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის დამატებითი განჩინებით ვ. ც-ასა და სხვათა წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა (სულ 18 ფიზიკური პირი), რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორები ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც გადაიდო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ჯ. თ-ამ, ზ. ქ-მა, ჯ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ასა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვათა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა; ვ. ც-ასა და სხვათა (სულ 18 პირის) წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე გაცემულ საარსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე ახალი სააღსრულებო ფურცლების გაცემა; ვ. ც-ასა და სხვათა (სულ 18 პირის) წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების პირველი გვერდების სასამართლოს გერბიანი ბეჭდით დამოწმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ვ. ც-ასა და სხვათა წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა №3/ბ-16-16წ. ადმინისტრაციულ საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 31 მარტს მიღებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრისა და 19 სექტემბრის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა ვ. ც-ასა და სხვათა (სულ 18 პირის) წარმომადგენელმა - ი. პ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე აპელირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უნდა მიეღო განჩინება და არა „დამატებითი განჩინება“, რის გასწორებაზეც უსაფუძვლოდ უარი უთხრა სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ასევე გაუმართლებელად ეთქვა უარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააღსრულებო ფურცლების პირველი გვერდების სასამართლოს გერბიანი ბეჭდით დამოწმებაზე. ამგვარმა მოქმედებამ შესაძლოა აღსრულების გზაზე გაუმართლებლად დააპრკოლოს კრედიტორი, რამდენადაც სასამართლოს მიერ შექმნილ და მხარისათვის გადასაცემ დოკუმენტებს უნდა გააჩნდეს სარწმუნო და ვალიდური გარეგნობა და ამ საკითხებმა არ უნდა შექმნას სასამართლო აქტის შენაცვლების, გამოცვლის ეჭვები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში არსებული უსწორობის გასწორების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის დამატებით განჩინებაში არსებული უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვების (სულ 18 პირის) წარმომადგენლის - ი. პ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში მხარის მიერ სადავოდ ქცეული საკითხებია: სააღსრულებო ფურცლების პირველი გვერდების გერბიანი ბეჭდის დასმის გარეშე გაცემა და განჩინების შესავალ ნაწილში არსებული ტექნიკური უსწორობის „დამატებითი გაჩინების“ ნაცვლად „განჩინების“ მითითება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის კერძო საჩივრის ავტორი უნდა უთითებდეს, რომ სასამართლო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოპულარული საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. ვინაიდან გასაჩივრებული უსწორობის გასწორების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვების (სულ 18 პირის) წარმომადგენლის - ი. პ-ის მოთხოვნა და სასამართლომ დაადგინა ახალი სააღსრულებო ფურცლების გაცემის სავალდებულობა. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლების პირველი გვერდის გერბიანი ბეჭდით დამოწმების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება მხარეთა კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისადმი. რამდენადაც მხარე ვერ მიუთითებს აღსრულებისათვის მოსალოდნელ რეალურ საფრთხეზე და კანონის ნორმაზე, რომელიც ირღვევა სააღსრულებო ფურცლის პირველ გვერძე გერბიანი ბეჭდის დასმის გარეშე გაცემით. აღნიშნული საპირისპიროდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტების სრულ ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. დოკუმენტის დამოწმების წესს ადგენს „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება, რომლის 259-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „დოკუმენტის ასლის სხვა დაწესებულებაში გადაგზავნის ან ხელზე გადაცემის დროს დამამოწმებელი ხელმოწერა დასტურდება ბეჭდით. ბეჭდის ანაბეჭდი ისე უნდა დაისვას, რომ ტვიფრმა მოიცვას დოკუმენტზე ხელმომწერი პირის თანამდებობის დასახელების ნაწილი“. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეუნქტის მიხედვით გერბიანი ბეჭედი დაესმება სააღსრულებო ფურცლებს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის პირველი გვერდის გერბიანი ბეჭდით დამოწმების შესახებ არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც არ არსებობს დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების შესაძელებლობა საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საფუძვლით, რის გამოც არ დგინდება კერძო საჩივრის ავტორის კანონით დაცული ინტერესის არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინების მიმართ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არ იკვეთება მხარეთა კანონიერი ინტერესის არსებობა უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებისადმი.

საგულისხმოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინების კანონიერება ვ. ც-ასა და სხვათა წარმომადგენლის - ი. პ-ის კერძო საჩივრის საფუძველზე შემოწმდა საკასაციო სასამართლოს მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვათა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის დამატებითი განჩინების შესავალ ნაწილში არსებითი უსწორობის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ განხორციელდებოდა საპროცესო კანონმდებლობითი გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება – შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება. პირი კეთილსინდისიერად უნდა იყენებდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებით ადგილი არ ექნება დარღვეული უფლების ან მხარის კანონიერი ინტერესის აღდგენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვების (სულ 18 პირის) წარმომადგენლის - ი. პ-ის კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ასა და სხვების (სულ 18 პირის) წარმომადგენლის - ი. პ-ის კერძო საჩივრები როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი