Facebook Twitter

საქმე Nბს-633-626(კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ჰ..“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: აჭარის ა/რ-ის მთავრობა, აჭარის ა.რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, შპს „კ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ..“ 2013 წლის 31 მაისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების აჭარის ა.რ მთავრობის, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს „კ...“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 14 ივლისის №646 ბრძანების 1.10 პუნქტის არარა აქტად ცნობა; სარეგისტრაციო დოკუმენტის - ქ. ბათუმის მერიის დაკვეთით შპს „გ...“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიყალბის დადგენა 1037 კვ.მ მიწის მაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, ... და ... ქუჩების კვეთაში თანამდევი შედეგებით, ანუ ამის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ქ. ბათუმის მერის საკუთრებაში 2008 წლის 22 ივლისს განხორციელებული უძრავი ქონების - 1038 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკ. კოდით: ... რეგისტრაციის გაუქმება; ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №22 განკარგულების ბათილად ცნობა; აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 2 თებერვლის №01-10/560 მიმართვის ბათილად ცნობა თანმდევი შედეგებით, ანუ ამის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში 2012 წლის 7 თებერვალს განხორციელებული უძრავი ქონების - 1566 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკ. კოდით: ... (რომელშიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა შეტანილი გზის სავალი ნაწილი - ... ქუჩის შესახვევი, ანუ მთელი 528 კვ.მ ფართი) აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის გაუქმება; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 10 თებერვლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა თანმდევი შედეგებით, ანუ ამის საფუძველზე 2012 წლის 14 თებერვალს აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კ...“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და შპს „კ...“ საკუთრებაში 2012 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრში განხორციელებული უფლების ქონებაზე საკ. კოდით: ... რეგისტრაციის გაუქმება.

მოსარჩელემ 2014 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოპასუხეთა წრეს დაამატა ქ. ბათუმის მერია და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 14 ივლისის №646 ბრძანების 1.10 პუნქტის არარა აქტად ცნობა, რის საფუძველზედაც 1038 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმი, ... და ... ქუჩების კვეთა აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში 2008 წლის 22 ივლისს, საკ. კოდით: ...; მარეგისტრირებელი ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 ივლისის №882008220662-03 გადაწყვეტილების არარა აქტად ცნობა უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ქ, ბათუმის მერიის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება - 1038 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკ. კოდით: ... თანმდევი შედეგებით, ანუ ამის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს 2012 წლის 27 იანვრის №882012035744-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 1038 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით; ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №22 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა; აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 2 თებერვლის №01-10/560 მიმართვის ბათილად ცნობა 1038 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში თანმდევი შედეგებით, ანუ ამის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში 2012 წლის 07 თებერვალს (მარეგისტრირებელი ორგანოს №882012044082-03 გადაწყვეტილება) განხორციელებული უძრავი ქონების - 1566 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1038 კვ მიწის ნაკვეთის ნაწილში, საკ. კოდით: ... აჭარის ა/რ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის გაუქმება; აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 10 თებერვლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა 1038 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში თანმდევი შედეგებით, ანუ ამის საფუძველზე 2012 წლის 14 თებერვალს აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კ...“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და შპს „კ...“-ს საკუთრებაში 2012 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრში განხორციელებული უფლების (მარეგისტრირებელი ორგანოს № 882012071365-03) ქონებაზე რეგისტრაციის საკ. კოდით: ..., 1038 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში გაუქმება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „ჰ...“ სარჩელი მოპასუხეების - აჭარის ა/რ-ის მთავრობის, აჭარის ა.რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს, ქალაქ ბათუმის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს „კ...“-ს მიმართ ქალაქ ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის №646 ბრძანების 1.10 პუნქტის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 ივლისის №882008220662-03 გადაწყვეტილების არარად აღიარების თაობაზე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №22 განკარგულების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 2 თებერვლის №01-10/650 მიმართვის თანმდევი შედეგით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 10 თებერვლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე ნაწილში, შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ...“ სარჩელი მოპასუხეების: აჭარის ა.რ მთავრობის, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს „კ...“ მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჰ...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „ჰ...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჰ...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჰ...“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჰ...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჰ...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ჰ...“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჰ...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება;

3. კასატორს დაუბრუნდეს 03.10.2016 წლის №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილ

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე