Facebook Twitter

საქმე Nბს - 648-641 (კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ზ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები: მცხეთის მუნიციპლაიტეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ა

ახალი გადაწყვეტილების მიღება.

დავის საგანი - ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ზ-ემ 2013 წლის 14 ივნისს აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზე მცხეთის რაიონში, სოფელ წეროვანში, რიგი №...-ში მდებარე №... საცხოვრებელი ფართი აღირიცხება მოსარჩელის სახელზე.

2013 წლის 14 ნოემბერს ნ. ზ-ემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით და წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინების თანახმად მოსარჩელე ნ. ზ-ის სარჩელში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 14 თებერვლის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბთილად ცნობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის თავისი კომპენტენციის ფარგლებში მოსარჩელისთვის მის მფლობელობაში არსებული მცხეთის რაიონში, სოფელ წეროვანში, რიგი №...-ში მდებარე №... კოტეჯის პრივატიზაციის გზით საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნენ: მცხეთის მუნიციპლაიტეტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2014 წლის 10 მარტს მოსარჩელე ნ. ზ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი. მოპასუხეების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 14 თებერვლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ცნობილ იქნეს (ლ. ზ-ს უფლებამონაცვლედ და მოპასუხეს დაევალოს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურების გატარება, შესაბამისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს, სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ სამინისტროსათვის გადაცემული სიების შესაბამისად, მოახდინოს მოსარჩელის ოჯახის მიერ დაკავებული კოტეჯის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება, რომლის საფუძველზეც საცხოვრებელი ფართი აღირიცხება, როგორც ოჯახის უფროსის პირველი რიგის მემკვიდრე - უფლებამონაცვლეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანამხად ადმინისტრაცილ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით ნ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს 2013 წლის 14 თებერვლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების (მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის) თაობაზე შეწყდა წარმოებით. ნ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცეს საკუთრების მოწმობა კოტეჯის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ცნობილ იქნა დასაშვებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინების თანახმად ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკამყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ქმედების განხორციელება - სახემწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების საფუძველზე იმსჯელოს მოსარჩელე ნ. ზ-ის განცხადების საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ, ხოლო სათანადო მოპასუხედ განისაზღვრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 დეკემბრის გადწყვეტილება; ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ნ. ზ-ემ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამკატეგორიის საქმეებზე საქართველოსუ ზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეგანხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის, ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო სადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილთ და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

3.კასატორს დაუბრუნდეს 03.10.2016 წლის საგადასახადო დავალებით ნ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

ნ.სხირტლაძე