საქმე №ბს-663-656(2კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)
მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 2013 წლის 17 ივნისს სარჩელი აღიძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა: უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 მარტის №882009062236-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 ოქტომბრის №88009062236-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვისა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3570 მიმართვის ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013049217-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 18 მარტის №882013049217-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის №81679 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №882012259554-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ახალი აქტის გამოცემა, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ გონიოში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის შესახებ.
2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, შპს „...“ სარჩელისა გამო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013049217-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 18 მარტის №882013049217-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში; შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის №81679 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ბათილად იქნა ცნობილი, 26 ერთეული უძრავი ქონების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 06 მარტის №01-13/76 მიმართვა, შპს „...“ საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, … მდებარე, 3440 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); ბათილად იქნა ცნობილი, საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 17 მარტის №882009062236-06 გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვის საფუძველზე, უძრავ ნივთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ... მდებარე, 3440 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); ბათილად იქნა ცნობილი, 29673 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3570 მიმართვა, შპს „...“ საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ... მდებარე, 3440 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); ბათილად იქნა ცნობილი, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3570 მიმართვის საფუძველზე ქ. ბათუმში, ... მდებარე, 29673 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ, საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 ოქტომბრის №88009062236-03 გადაწყვეტილება, შპს „...“ საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ... მდებარე, 3440 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); ბათილად იქნა ცნობილი, უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №882012259554-03 გადაწყვეტილება, შპს „...“ საკუთრებაში რიცხული, ქ.
ბათუმში, ... მდებარე, 3440 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); ბათილად იქნა ცნობილი, უძრავი ნივთების გაყოფის საფუძველზე, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს №882014421431-03 გადაწყვეტილება, შპს „...“ საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ... მდებარე, 3440 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ....); ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „...“ განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ... მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ....) რეგისტრირებულ უფლებაში შპს „...“ მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე