საქმე N ბს-690-683(კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ჯ. ბ-ე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ღ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - კონკურსის შედეგების გაუქმება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ღ-მა 2015 წლის 13 თებერვალს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 იანვრის №01-20/15 ბრძანების ბათილად ცნობა, მისი გამოცემის დღიდან; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის დადგენილების ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობის ჩამონათვალში №26-ე გრაფაში შეტანილი სოფელ ... გამგებლის წარმომადგენელის 1 შტატი და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ცნობას, მისი გამოცემის დღიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით გ. ღ-ის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად ბათუმის საქალაქო სასამრთლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, ჯ. ბ-ე საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საქროცესო კოდექსის 28-ე პრიმა მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე დაზუსტებული იქნა გ. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნები შემდეგი სახით: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის ოქმი №1-ის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალის №26-ე გრაფაში, სოფელ ... გამგებლის წარმომადგენლის 1 შტატის შეტანასა და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადებას; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №4 სხდომის ოქმისა და კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, გ. ღ-ის ნაწილში; „გ. ღ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ... დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №01-20/15 ბრძანების ბათილად ცნობა; „ჯ. ბ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ... დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ... დანიშვნის სესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 იანვრის №01-20/35 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 7 ნოემბრის ოქმი №1-ის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალის №26-ე გრაფაში, სოფელ ... გამგებლის წარმომადგენლის 1 შტატის შეტანასა და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადებას; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №4 სხდომის ოქმისა და კონკურსის შედეგები, გ. ღ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „გ. ღ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ... დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №01-20/15 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა, ძალადაკარგულად გამოაცხადოს „ჯ. ბ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ... დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ... დანიშვნის შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 იანვრის №01-20/35 ბრძანება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 06 ივნისის განჩინებით ჯ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 06 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბერის განჩინებით ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლისმე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე