საქმე Nბს-696-689(კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - შპს „მ…“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ 2015 წლის 13 ივნისს აღძრა სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გამცემის კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის გამოვლენის შესახებ საკონკურსო კომისიის ოქმი №5 და ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გამცემის კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის გამოვლენის შესახებ საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი 16.07.2015 წლის და შესაბამისად ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტი 2015 წლის 16 ივლისს ჩატარებული კონკურსი ლოტი №2 მარშუტი №50-39 -ის ჩაშლილად გამოცხადება. 2. დაევალოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გასცეს სანებართვო მოწმობა შპს „მ…“ და არ გაუფრომოს შესაბამისი ხელშეკრულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით: №3/2914 ადმინისტრაციულ საქმეში შპს „მ…“ ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით: შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის გამოვლენის შესახებ საკონკურსო კომისიის ოქმი №5, რომლითაც კომისიამ ლოტი №2, მარშუტი №50-39 ქულობრივი შეფასებით გამარჯვებულად გამოავლინა საბოლოო შეფასების მქონე ნებართვის მაძიებელი შპს „მ...“; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებრათვის გაცემის კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის გამოვლენის შესახებ საკონკურსო კომისიის 2015 წლის 16 ივლისის შემაჯამებელი ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც შპს „მ...“ გამოცხადდა გამარჯვებულად; ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 16 ივლისს ჩატარებული კონკურსი ლოტი №2 მარშუტი №50-39-ზე გამოცხადდა ჩაშლილად; სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...“ ითხოვდა დავეალოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გასცეს სანებართვო მოწმობა შპს „მ... “ და არ გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „მ... “.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „მ...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, შპს „...“. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლისმე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამკატეგორიის საქმეებზე საქართველოსუ ზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეგანხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობ სვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის, ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო სადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „...“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილთ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება;
3.კასატორს დაუბრუნდეს 11.10.2016 წლის №5 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდებ.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე