#ბს-704-697(კ-16) 8 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 21 დეკემბერს ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისთვის სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა: ა) სკოლის წესდების ასლი, ბ) სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, სკოლის პედაგოგთა და დამხმარე პერსონალის უფლებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების განაწილების, საათობრივი დატვირთვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები, გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის 2009-2014 წლებში შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ასლები, დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობის არჩევის/გადარჩევის დოკუმენტების ასლები, ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ 2009-2014 წლებში ჩატარებული სხდომის ოქმების ასლები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლას ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოსთვის, სხვა პირის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, შემდეგი საჯარო ინფორმაციის გადაცემა დაევალა: ა) სკოლის წესდების ასლი, ბ) სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, სკოლის პედაგოგთა და დამხმარე პერსონალის უფლებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების განაწილების, საათობრივი დატვირთვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები, გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის 2009-2014 წლებში შემუშავებული და დამტკიცებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ასლები, დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობის არჩევის/გადარჩევის დოკუმენტების ასლები, ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ 2009-2014 წლებში ჩატარებული სხდომის ოქმების ასლები; სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლას ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლას ა(ა)იპ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 550 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #1 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი