Facebook Twitter

#ბს-762-754(კ-16) 8 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 13 მარტს ნ. შ-ამ, ე. გ-ამ, ა. მ. დ-მა, ლ. დ-მა, თ. გ-ამ, გ. მ-ამ, ნ. გ-ამ, ვ. გ-ამ, ე. გ-ამ, ს. გ-ამ და ნ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 11 თებერვლის #108, #103, #101, #107, #106, #102, #109, #105, #104, #110, #111 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება და ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ას სასარგებლოდ დევნილის სტატუსის ჩამორთმევით მიყენებული ზიანის (2014 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 11 თებერვლის #108, #103, #101, #107, #106, #102, #109, #105, #104, #110, #111 ბრძანებები ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა მოსარჩელეებისათვის - ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეებისათვის - ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ასთვის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება, 2014 წლის 1 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. შ-ამ, ე. გ-ამ, ა. მ. დ-მა, ლ. დ-მა, თ. გ-ამ, გ. მ-ამ, ნ. გ-ამ, ვ. გ-ამ, ე. გ-ამ, ს. გ-ამ და ნ. გ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. შ-ას, ე. გ-ას, ა. მ. დ-ის, ლ. დ-ის, თ. გ-ას, გ. მ-ას, ნ. გ-ას, ვ. გ-ას, ე. გ-ას, ს. გ-ა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი