Facebook Twitter

ბს-275-273(2კ-16) 12 იანვარი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ა. ქ-ის, შპს ,,…“, შპს ,,ტ…“, შპს ,,ლ…“, და შპს ,,ლე…“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2015წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 18.03.2015წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების შპს ,,ქ…“, ა. ქ-ის, ვ. ა-ას, შპს ,,...“, შპს ,,ტ...“, შპს ,,ლ...“, ი.მ. ც. მ-ასა და შპს ,,ლე...“ მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველასაყოფად მოპასუხეების უძრავ და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 18.03.2015წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღა დაედო ა. ქ-ის საკუთრებაში არსებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ... და სოფ. ძ... მდებარე უძრავ ქონებას, აგრეთვე ყადაღა დაედო ც. მ-ას საკუთრებაში რიცხულ ოზურგეთში, ... ქ., მე-2 შეს. N7-ში მდებარე უძრავ ქონებას და მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლოს 12.08..2015წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2015წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 12.08.2015წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ქ...“ ცრუმაგიერ პირებად აღიარებულ იქნა: ა. ქ-ი, ვ. ა-ა, შპს „...“, შპს „ტ...“, შპს „ლ...“ და შპს „ლე...“, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და ა. ქ-ის, შპს ,,...“, შპს ,,ტ...“, შპს ,,ლ...“ და შპს ,,ლე...“ მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ა. ქ-ის, შპს ,,...“, შპს ,,ტ...“, შპს ,,ლ...“ და შპს ,,ლე...“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.

დაუსაბუთებელია კასატორ ა. ქ-ის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (სუს 03.10.2013წ. Nბს-103-96(კ-13) განჩინება), რადგან კასატორის მიერ მითითებულ განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებებისაგან. მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცულია ა. ქ-ის ხელწერილი (ტ.1, ს.ფ.82), რომლის მიხედვით ა. ქ-ი აღიარებს, რომ არის შპს „ქ..“ ფაქტიური მესაკუთრე, თუმცა ოფიციალურად დამფუძნებლად გაფორმებული არის ნ. მ-ე, ხოლო დირექტორად ვ. ა-ა. ამავე დოკუმენტში ა. ქ-ი აღნიშნავს, რომ იგი ახორციელებლდა შპს „ქ...“ ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ა. ქ-ის, შპს ,,...“, შპს ,,ტ...“, შპს ,,ლ...“ და შპს ,,ლე...“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, ჯ. ქ-ს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.05.2016წ. =1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ა. ქ-ის, შპს ,,...“, შპს ,,ტ...“, შპს ,,ლ...“ და შპს ,,ლე...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2015წ. გადაწყვეტილება;

3. ჯ. ქ-ს (ს.კ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.05.2016წ. =1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი