Facebook Twitter

ბს-340-336კ-16) 12 იანვარი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.16წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ლ-მა 09.07.14წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ ქ. თბილისის მერიის 19.05.14წ. №1129 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ იშუამდგომლა სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის, ხოლო სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე - შპს „...“ ჩართვის შესახებ.

25.07.14წ. რ. ლ-მა შუამდგომლობით მოითხოვა თავისი სარჩელისა და მ. თ-ის სარჩელის საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეთა ერთ წარმოებაში გაერთიანება, რადგან ორივე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის 19.05.14წ. №1129 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.08.14წ. საოქმო განჩინებებით მოსარჩელის შუამდგომლობები საქმეთა გაერთიანებისა და მესამე პირად ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...“.

რ. ლ-მა და მ. თ-ემ 07.08.14წ. სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.06.14წ. №1311968 ბრძანების, ქ. თბილისის მერიის 18.07.14წ. №1819 და 19.05.14წ. №1129 განკარგულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს სასკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.06.14წ. №1311968 ბრძანების მოქმედების შეჩერებისა და საქმეში მესამე პირად სავალდებულო მოწვევის წესით შპს „...“-ის ჩართვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.08.14წ. განჩინებით რ. ლ-ისა და მ. თ-ის შუამდგომლობა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.06.14წ. №1311968 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.09.14წ. განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე N3/2942-14 (მოსარჩელეები რ. ლ-ი და მ. თ-ე, მოპასუხეები ქ. თბილისის მერია და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, მესამე პირი შპს „....“, დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) და ადმინისტრაციული საქმე N3/2492-14 (მოსარჩელე რ. ლ-ი, მოპასუხე ქ. თბილისის მერია, მესამე პირი შპს „...“, დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.09.14წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.15წ. გადაწყვეტილებით რ. ლ-ისა და მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.16წ. განჩინებით რ. ლ-ისა და მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც რ. ლ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, რ. ლ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.04.16წ. =3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.02.16წ. განჩინება;

3. რ. ლ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.04.16წ. =3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი