ბს-395-390(კ-16) 12 იანვარი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „ვ...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.15წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-მა 30.07.14წ. სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის 16.09.2011წ. გადაწყვეტილება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 11.03.2013წ. განკარგულება და თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის 20.03.2013წ. გადაწყვეტილება.
დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „...“ და სს „ვ...“
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 29.05.15წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის 16.09.11წ. №882011401258-06 გადაწყვეტილება სს „...“ საკუთრებად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში მდებარე სადავო უძრავი ქონების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 11.03.13წ. №A11068384-016/001 განკარგულება სს „ვ...“ მიერ საჯარო აუქციონზე სს „...“ საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში მდებარე სადავო უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემით შეძენის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის 20.03.13წ. №882013106949-03 გადაწყვეტილება სს „ვ...“ მიერ საჯარო აუქციონზე სს „...“ საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხული თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში მდებარე სადავო უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემით რეგისტრაციის ნაწილში და დაევალა სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სს „ვ...“ საკუთრებად უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.15წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ვ...“, აპელანტმა აგრეთვე გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 05.12.14წ. განჩინება კადასტრის სამსახურის, როგორც სპეციალისტის მოწვევაზე უარის თქმის შესახებ, 15.12.14წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ და 23.12.14წ. განჩინება საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.15წ. განჩინებით სს „ვ...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 05.12.14წ. განჩინება კადასტრის სამსახურის, როგორც სპეციალისტის მოწვევაზე უარის თქმის შესახებ, 15.12.14წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, 23.12.14წ. განჩინება საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და 29.05.15წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სს „ვ...“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ვ...“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „ვ...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, სს „ვ...“ (ს.კ. 202906427) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.04.16წ. =5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ვ...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.15წ. განჩინება;
3. სს „ვ...“ (ს.კ. 202906427) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.04.16წ. =5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი