Facebook Twitter

ბს-401-396(კ-16) 26 იანვარი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.16წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-მა 24.04.14წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №882012278661-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ. ნ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) ყადაღის დადების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.14წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მ. ჯ-მა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.12წ. №882012278661 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და იშუამდგომლა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.05.14წ. განჩინებით მ. ჯ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

მ. ჯ-მა 13.06.14წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.14წ. №102282 გადაწყვეტილებისა და 18.06.12წ. №882012278661-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.14წ. განჩინებით მ. ჯ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 25.06.14წ. განჩინებით 24.04.14წ. სარჩელთან დაკავშირებით საქმეში მოპასუხე მხარედ ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ნ-ე.

11.07.14წ. მოსარჩელე მხარემ დააყენა შუამდგომლობა მ.ჯ-ის 24.04.14წ.-სა და 13.06.14წ. სასარჩელო მოთხოვნების საფუძველზე დაწყებულ საქმის წარმოებათა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ, მოსარჩელე მხარემ ასევე იშუამდგომლა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 15.07.14წ. განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ დაკმაყოფილდა, მ. ჯ-ის 24.04.14წ. და 13.06.14წ. სარჩელებზე მიმდინარე წარმოებები გაერთიანდა ერთ საქმედ.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 01.08.14წ. განჩინებით მ. ჯ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

მ. ჯ-მა საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.2012წ. N882012278661-07 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 04.04.14წ. N882014167594-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2014წ. N102282 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.07.12წ. N882012278661-07 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.14წ. N101664 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 23.09.14წ. გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 16.07.12წ. №882012278661-07 გადაწყვეტილება ნ. ნ-ის სახელზე 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.12წ. №882012278661-07 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.14წ. №101664 გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მ. ჯ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 04.04.14წ. №882014167594-03 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.14წ. №102282 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ნ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.14წ. განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.15წ. განჩინებით ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკამაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.14წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის 25.01.16წ. სასამართლო სხდომაზე მ. ჯ-მა უარი თქვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.12წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.16წ. განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 23.09.14წ. გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.12წ. №882012278661-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება განჩინების სახით, - შეწყდა მ. ჯ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის ნ. ნ-ის მიმართ აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნაწილობრივ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 18.06.12წ. №882012278661-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მიერ აღნიშნულ მოთხოვნახე უარის თქმის გამო; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 23.09.14წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად. აღნიშნული განჩნება ნ. ნ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, ს. ჯ-ეს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.08.16წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.16წ. განჩინება;

3. ს. ჯ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.08.16წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი