Facebook Twitter

­­­­

ბს-579-574 (3კ-16) 26 იანვარი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ე.კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2016წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჭ-მა 14.08.14წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ამხანაგობა „....“ და შპს „G...“ მიმართ ქ. თბილისის მერიის 18.07.2014წ. N1864 განკარგულების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.09.2013წ. N882996 და 13.12.2013წ. N1042235 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.09.2013წ. N882996 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.08.2014წ. განჩინებით დ. ჭ-ის შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.09.2013წ. N882996 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა დ. ჭ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2014წ. განჩინებით დ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.08.2014წ. განჩინება.

სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2014წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „G...“, ხოლო 02.12.2014წ. განჩინებით - იბა „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე. კ-ე, ლ. პ-ი, გ. პ-ი, ე. ტ-ი და სხვები (სულ 22 პირი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.2015წ. გადაწყვეტილებით დ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2016წ. გადაწყვეტილებით დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.09.2013წ. N882996 ბრძანება, 13.12.2013წ. N1042235 ბრძანება და ქ.თბილისის მერიის 18.07.2014წ. N1864 განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ე.კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ის და სხვათა (სულ 16 პირი) მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2016წ. განჩინებით ე.კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი მ. გ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ე.კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ე.კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ.205270053) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.07.2016წ. N01975 საადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, ხოლო ა. გ-ს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.06.2016წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 % - 210 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ე.კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.16წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ.205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.07.2016წ. N01975 საადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი;

4. ა. გ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.06.2016წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 % - 210 ლარი;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-579-574(3კ-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გ. ქ-ისა და მ. გ-ის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2016წ. გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს 18.07.2016წ. განჩინებით გ. ქ-ეს და მ. გ-ეს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინათ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა ან მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი მათ ნაწილში დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს 18.07.2016წ. განჩინება გ. ქ-ეს და მ. გ-ეს გაეგზავნათ 18.07.2016წ. (ტ.6;ს.ფ.328-329) და ჩაჰბარდათ მ. გ-ეს 20.07.2016წ. (ტ.6; ს.ფ.335), ხოლო გ. ქ-ის დედას ნ. ჯ-ს 19.07.2016წ. (ტ.6; ს.ფ.336); მიუხედავად აღნიშნულისა, მ. გ-ეს და გ. ქ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივარი მ. გ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი მ. გ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2016წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი