საქმე Nბს-796-788(2კ-16) 20 იანვარი , 2017 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხეები); 3. გ. ა-ი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელბა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. თბილისის მერიას დაევალა „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული ყადაღა გ. ა-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისში, ... ქუჩა №46ა-ში მდებარე 411 კვ.მ არასასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო ნომერი ...). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მ. ხ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება (№123 ოქმის №43 პუნქტი) და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 18 ივნისის №2538 საკუთრების უფლების მოწმობა. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირდაპირი განკარგვის ფორმით მ. ხ-ეს გადასცეს 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, საბინაო - საამშენებლო ამხანაგობა „...“ მშენებარე სახლის მოპირდაპირე მხარეს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №93 განკარგულების გამოცემის მომენტში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის გადახდის პირობით, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გ. ა-მა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომიისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები.
მ. ხ-ემ და გ. ა-მა 2016 წლის 29 დეკემბერს ერთობლივი განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც განცხადებაზე დართული მორიგების აქტის დამტკიცება მოითხოვეს. მორიგების აქტის თანახმად:
ერთი მხრივ, მოსარჩელე-მ. ხ-ე (პ/ნ ..., მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ... ხევი N 17 ) წარმოდგენილი უშუალოდ,
მეორე მხრივ, გ. ა-ი (პ/ნ ... მცხოვრები მისამართზე: ... ქუჩა N 46ა), წარმოდგენილი უშუალოდ, გამოვთქვამთ რა სურვილს ხსენებული ადმინისტრაციული საქმე შეწყდეს მხარეთა მორიგებით, ვსარგებლობთ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მონიჭებული უფლებამოსილებით და ვთანხმდებით მორიგების შემდეგ პირობებზე:
1. გ. ა-ი მოსარჩელეს - მ. ხ-ეს საკუთრების უფლებით გადასცემს დავის საგანს, უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქუჩა N46ა, საერთო ფართით: 411, 00 კვ.მ, რომლის საკადასტრო მონაცემებია: ..., მას შემდგომ რაც მოსარჩელე მ. ხ-ეს მიერ სრულად იქნება გადახდილი გ. ა-ისადმი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება;
2. ასევე, წინამდებარე მორიგების აქტის პირველ პუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებასთან ერთად გ. ა-ი, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცემს მის საკუთრებაში არსებული მეორე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილს 89.00 კვ.მ-ის ოდენობით, წინამდებარე მორიგების აქტის დანართში მითითებული საკადასტრო ნახაზის შესაბამისად (შპს ,,...-ის“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად), მას შემდგომ რაც მ. ხ-ის მიერ სრულად იქნება გადახდილი გ. ა-ისადმი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება;
3. ასევე გ. ა-ი იღებს ვალდებულებას, რომ უარს იტყვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ სარჩელზე (ადმინისტრაციული საქმე N 3/6957-16), თანახმად საქართველოს ადმინისტარციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და (დისპოზიციურობის პრინციპი) წინამდებარე მორიგების აქტის, სასამართლოს მიერ სათანადო წესით დამტკიცებიდან ( და ამის შესახებ გ. ა-ის მიერ ცნობის მიღებიდან) არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართავს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის /სარჩელის გამოხმობის თაობაზე მოთხოვნით;
4. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, რომ ამ მორიგების აქტის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულების სანაცვლოდ, გ. ა-ს გადასცეს ფულადი თანხა 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, ეტაპობრივად 2017 წლის 10 აპრილამდე;
4.1. მყიდველის მიერ თანხის გადახდა დაიწყება წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისა და გ. ა-ის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
5. გ. ა-ის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მესამე პუნქტით ნაკისრი ვალდებულების (სარჩელზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვა) ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს (მ. ხ-ე) გადაეცემა საკუთრების უფლება ამ მორიგების აქტის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე;
6. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება, ამავე აქტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ;
7. გ. ა-ისადმი გადასაცემი თანხა, მ. ხ-ის მიერ ჩარიცხული იქნება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ლიბერთი ბანკი. ანგარიშის ნომერი GE31LB0711177198126000;
8. გ. ა-ი, წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, ასევე იღებს ვალდებულებას, რომ მის საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გასხვისების შემთხვევაში, ამ ნაკვეთის შესყიდვას თავდაპირველად შესთავაზებს მოსარჩელეს (მ. ხ-ეს), ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება იგი (მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის) გაასხვისოს სხვა პირ(ებ)ზე;
9. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, მხარეები თანახმანი არიან, რომ გაუქმდეს გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ამ დავის ფარგლებში რეგისტრირებული ყადაღა და მის ნაცვლად, 2017 წლის 10 მაისამდე, საჯარო რეესტრში გაკეთდეს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი, მესაკუთრე გ. ა-ს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვა. აღნიშნული აკრძალვა იმოქმედებს ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადით (2017 წლის 10 მაისამდე). ამ ვადის გასვლის შემდგომ გ. ა-ი უფლებამოსილია ცალმხრივი განცხადების საფუძველზე მოახდინოს საჯარო რეესტრიდან ზემოაღნიშნული აკრძალვის შესახებ ჩანაწერის გაუქმება;
10. მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების ამ აქტის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული შეზღუდვა უქმდება ( გ. ა-ის ცალმხრივი განცხადების საფუძველზე) და მოსარჩელე კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას;
11. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, თუ მხარეები სხვა ვადაზე ვერ შეთანხმდებიან, მოსარჩელე კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. სანაცვლოდ გ. ა-ი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მოსარჩელეს, მისგან მიღებული შესრულება, მ. ხ-ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. მხარეები აქვე თანხმდებიან, რომ მ. ხ-ისათვის დასაბრუნებელ თანხას შესაძლოა გამოაკლდეს ის ხარჯი, რაც მომსახურე ბანკის მიერ იქნება საჭირო ხსენებული საბანკო ოპერაციის შესრულებისათვის და სავალუტო კურსის ცვლილების ოდენობა, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშწორება მოხდება ლარში და აღნიშნულზე მოსარჩელე მხარეს პრეტენზი არ ექნება გ. ა-ის მიმართ;
12. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის დავა ამოიწურება და მ. ხ-ე უარს ამბობს მის მიერ ადმინისტრაციულ სარჩელში (ადმინისტრაციული საქმე Nბს-796-788 (2კ-16)) არსებულ ორივე მოთხოვნაზე, კერძოდ:
12.1 „ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება (N123 ოქმის N43 პუნქტი) და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 18 ივნისის N2538 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც გ. ა-ს ეღიარა საკუთრების უფლება 411 კვ/მ მიწის ნაკვეთზე“ და
12.2 დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის განკარგულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის ფორმით მ. ხ-ეს გადასცეს 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „...“ მშენებარე სახლის მოპირდაპირე მხარეს.
12.3 მოსარჩელე მხარე ინფორმირებულია, რომ საკუთრებაში მისაღებ მიწის ნაკვეთზე გადის გ. ა-ის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული კანალიზაციის მილი და იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს მიწის ნაკვეთს იმგვარად, რომ არ შეფერხდება გ. ა-ის მიერ აღნიშნული მილით სარგებლობა (შემდგომში ანაზღაურების გარეშე);
13. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის არსებული ყველა სახის დავა/დავები ამოიწურება და სასამართლოს მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ, უარს აცხადებენ იდავონ, მორიგების აქტის ძალაში შესვლამდე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე, რაიმე საფუძვლით.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კასატორის (მესამე პირის) - გ. ა-ის, მისი წარმომადგენლის - გ. დ-ასა და მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - მ. ხ-ისა და მისი წარმომადგენლის ა. კ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგების აქტის საფუძველზე მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
მ. ხ-ისა და გ. ა-ის ერთობლივი განცხადებისა და თანდართული მორიგების აქტის ასლები 2016 წლის 30 დეკემბერს მოსაზრების წარმოსადგენად გაეგზავნათ კასატორებს (მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
მორიგების აქტის დამტკიცებაზე 2017 წლის 18 იანვარს წარმოდგენილი მომართვით თანხმობა განაცხადა კასატორმა (მოპასუხე) - ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალების, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - მ. ხ-ისა და კასატორის (მესამე პირის) - გ. ა-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის გაცნობის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ხ-ისა და გ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს; დამტკიცდეს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგება; დაკმაყოფილდეს მ. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგების გამო და შეწყდეს საქმეზე წარმოება; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მოსარჩელისა და მესამე პირის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთი მხრივ, მოსარჩელე-მ. ხ-ე (პ/ნ ..., მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ... ხევი N 17 ) წარმოდგენილი უშუალოდ,
მეორე მხრივ, გ. ა-ი (პ/ნ ... მცხოვრები მისამართზე: ... ქუჩა N 46ა), წარმოდგენილი უშუალოდ, გამოვთქვამთ რა სურვილს ხსენებული ადმინისტრაციული საქმე შეწყდეს მხარეთა მორიგებით, ვსარგებლობთ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მონიჭებული უფლებამოსილებით და ვთანხმდებით მორიგების შემდეგ პირობებზე:
1. გ. ა-ი მოსარჩელეს - მ. ხ-ეს საკუთრების უფლებით გადასცემს დავის საგანს, უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქუჩა N46ა, საერთო ფართით: 411, 00 კვ.მ, რომლის საკადასტრო მონაცემებია: ..., მას შემდგომ რაც მოსარჩელე მ. ხ-ეს მიერ სრულად იქნება გადახდილი გ. ა-ისადმი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება;
2. ასევე, წინამდებარე მორიგების აქტის პირველ პუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებასთან ერთად გ. ა-ი, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცემს მის საკუთრებაში არსებული მეორე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილს 89.00 კვ.მ-ის ოდენობით, წინამდებარე მორიგების აქტის დანართში მითითებული საკადასტრო ნახაზის შესაბამისად (შპს ,,...-ის“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად), მას შემდგომ რაც მ. ხ-ის მიერ სრულად იქნება გადახდილი გ. ა-ისადმი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება;
3. ასევე გ. ა-ი იღებს ვალდებულებას, რომ უარს იტყვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ სარჩელზე (ადმინისტრაციული საქმე N 3/6957-16), თანახმად საქართველოს ადმინისტარციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და (დისპოზიციურობის პრინციპი) წინამდებარე მორიგების აქტის, სასამართლოს მიერ სათანადო წესით დამტკიცებიდან ( და ამის შესახებ გ. ა-ის მიერ ცნობის მიღებიდან) არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართავს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის /სარჩელის გამოხმობის თაობაზე მოთხოვნით;
4. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, რომ ამ მორიგების აქტის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულების სანაცვლოდ, გ. ა-ს გადასცეს ფულადი თანხა 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, ეტაპობრივად 2017 წლის 10 აპრილამდე;
4.1. მყიდველის მიერ თანხის გადახდა დაიწყება წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისა და გ. ა-ის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
5. გ. ა-ის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მესამე პუნქტით ნაკისრი ვალდებულების (სარჩელზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვა) ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს (მ. ხ-ე) გადაეცემა საკუთრების უფლება ამ მორიგების აქტის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე;
6. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება, ამავე აქტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ;
7. გ. ა-ისადმი გადასაცემი თანხა, მ. ხ-ის მიერ ჩარიცხული იქნება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ლიბერთი ბანკი. ანგარიშის ნომერი GE31LB0711177198126000;
8. გ. ა-ი, წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, ასევე იღებს ვალდებულებას, რომ მის საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გასხვისების შემთხვევაში, ამ ნაკვეთის შესყიდვას თავდაპირველად შესთავაზებს მოსარჩელეს (მ. ხ-ეს), ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება იგი (მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის) გაასხვისოს სხვა პირ(ებ)ზე;
9. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, მხარეები თანახმანი არიან, რომ გაუქმდეს გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ამ დავის ფარგლებში რეგისტრირებული ყადაღა და მის ნაცვლად, 2017 წლის 10 მაისამდე, საჯარო რეესტრში გაკეთდეს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი, მესაკუთრე გ. ა-ს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვა. აღნიშნული აკრძალვა იმოქმედებს ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადით (2017 წლის 10 მაისამდე). ამ ვადის გასვლის შემდგომ გ. ა-ი უფლებამოსილია ცალმხრივი განცხადების საფუძველზე მოახდინოს საჯარო რეესტრიდან ზემოაღნიშნული აკრძალვის შესახებ ჩანაწერის გაუქმება;
10. მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების ამ აქტის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული შეზღუდვა უქმდება ( გ. ა-ის ცალმხრივი განცხადების საფუძველზე) და მოსარჩელე კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას;
11. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, თუ მხარეები სხვა ვადაზე ვერ შეთანხმდებიან, მოსარჩელე კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. სანაცვლოდ გ. ა-ი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მოსარჩელეს, მისგან მიღებული შესრულება, მ. ხ-ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. მხარეები აქვე თანხმდებიან, რომ მ. ხ-ისათვის დასაბრუნებელ თანხას შესაძლოა გამოაკლდეს ის ხარჯი, რაც მომსახურე ბანკის მიერ იქნება საჭირო ხსენებული საბანკო ოპერაციის შესრულებისათვის და სავალუტო კურსის ცვლილების ოდენობა, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშწორება მოხდება ლარში და აღნიშნულზე მოსარჩელე მხარეს პრეტენზი არ ექნება გ. ა-ის მიმართ;
12. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის დავა ამოიწურება და მ. ხ-ე უარს ამბობს მის მიერ ადმინისტრაციულ სარჩელში (ადმინისტრაციული საქმე Nბს-796-788 (2კ-16)) არსებულ ორივე მოთხოვნაზე, კერძოდ:
12.1 „ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება (N123 ოქმის N43 პუნქტი) და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 18 ივნისის N2538 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც გ. ა-ს ეღიარა საკუთრების უფლება 411 კვ/მ მიწის ნაკვეთზე“ და
12.2 დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის განკარგულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის ფორმით მ. ხ-ეს გადასცეს 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „...“ მშენებარე სახლის მოპირდაპირე მხარეს.
12.3 მოსარჩელე მხარე ინფორმირებულია, რომ საკუთრებაში მისაღებ მიწის ნაკვეთზე გადის გ. ა-ის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული კანალიზაციის მილი და იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს მიწის ნაკვეთს იმგვარად, რომ არ შეფერხდება გ. ა-ის მიერ აღნიშნული მილით სარგებლობა (შემდგომში ანაზღაურების გარეშე);
13. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის არსებული ყველა სახის დავა/დავები ამოიწურება და სასამართლოს მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ, უარს აცხადებენ იდავონ, მორიგების აქტის ძალაში შესვლამდე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე, რაიმე საფუძვლით.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კასატორის (მესამე პირის) - გ. ა-ის, მისი წარმომადგენლის გ. დ-ასა და მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) - მ. ხ-ისა და მისი წარმომადგენლის ა. კ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა. ამასთან, საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მორიგების მოტივით სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში, პროცესის მონაწილე მხარეებმა - მოსარჩელემ და მესამე პირმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად, გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე მორიგება არანაირ გავლენას არ ახდენს საჯარო ინტერესზე შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზეზით სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწიანააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მ. ხ-ისა და კასატორის (მესამე პირის) - გ. ა-ის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს; დამტკიცდეს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგება; მ. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგების გამო და საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებები.
გ. ა-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. დ-ას მიერ 2016 წლის 31 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მ. ხ-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-4, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 390-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის (მესამე პირის) გ. ა-ისა და მოწინააღმდეგე მხარის (მოსაჩელის) - მ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგება, შემდეგი პირობებით:
„ერთი მხრივ, მოსარჩელე-მ. ხ-ე (პ/ნ ..., მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ... ხევი N 17 ) წარმოდგენილი უშუალოდ,
მეორე მხრივ, გ. ა-ი (პ/ნ ... მცხოვრები მისამართზე: ... ქუჩა N 46ა), წარმოდგენილი უშუალოდ, გამოვთქვამთ რა სურვილს ხსენებული ადმინისტრაციული საქმე შეწყდეს მხარეთა მორიგებით, ვსარგებლობთ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მონიჭებული უფლებამოსილებით და ვთანხმდებით მორიგების შემდეგ პირობებზე:
1. გ. ა-ი მოსარჩელეს - მ. ხ-ეს საკუთრების უფლებით გადასცემს დავის საგანს, უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქუჩა N46ა, საერთო ფართით: 411, 00 კვ.მ, რომლის საკადასტრო მონაცემებია: ..., მას შემდგომ რაც მოსარჩელე მ. ხ-ეს მიერ სრულად იქნება გადახდილი გ. ა-ისადმი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება;
2. ასევე, წინამდებარე მორიგების აქტის პირველ პუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებასთან ერთად გ. ა-ი, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცემს მის საკუთრებაში არსებული მეორე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილს 89.00 კვ.მ-ის ოდენობით, წინამდებარე მორიგების აქტის დანართში მითითებული საკადასტრო ნახაზის შესაბამისად (შპს ,,...-ის“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად), მას შემდგომ რაც მ. ხ-ის მიერ სრულად იქნება გადახდილი გ. ა-ისადმი წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება;
3. ასევე გ. ა-ი იღებს ვალდებულებას, რომ უარს იტყვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ სარჩელზე (ადმინისტრაციული საქმე N 3/6957-16), თანახმად საქართველოს ადმინისტარციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და (დისპოზიციურობის პრინციპი) წინამდებარე მორიგების აქტის, სასამართლოს მიერ სათანადო წესით დამტკიცებიდან ( და ამის შესახებ გ. ა-ის მიერ ცნობის მიღებიდან) არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართავს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის /სარჩელის გამოხმობის თაობაზე მოთხოვნით;
4. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, რომ ამ მორიგების აქტის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულების სანაცვლოდ, გ. ა-ს გადასცეს ფულადი თანხა 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, ეტაპობრივად 2017 წლის 10 აპრილამდე;
4.1. მყიდველის მიერ თანხის გადახდა დაიწყება წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისა და გ. ა-ის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
5. გ. ა-ის მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მესამე პუნქტით ნაკისრი ვალდებულების (სარჩელზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვა) ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს (მ. ხ-ე) გადაეცემა საკუთრების უფლება ამ მორიგების აქტის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე;
6. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება, ამავე აქტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ;
7. გ. ა-ისადმი გადასაცემი თანხა, მ. ხ-ის მიერ ჩარიცხული იქნება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ლიბერთი ბანკი. ანგარიშის ნომერი GE31LB0711177198126000;
8. გ. ა-ი, წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, ასევე იღებს ვალდებულებას, რომ მის საკუთრებაში დარჩენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გასხვისების შემთხვევაში, ამ ნაკვეთის შესყიდვას თავდაპირველად შესთავაზებს მოსარჩელეს (მ. ხ-ეს), ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება იგი (მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის) გაასხვისოს სხვა პირ(ებ)ზე;
9. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით, მხარეები თანახმანი არიან, რომ გაუქმდეს გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ამ დავის ფარგლებში რეგისტრირებული ყადაღა და მის ნაცვლად, 2017 წლის 10 მაისამდე, საჯარო რეესტრში გაკეთდეს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი, მესაკუთრე გ. ა-ს აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვა. აღნიშნული აკრძალვა იმოქმედებს ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადით (2017 წლის 10 მაისამდე). ამ ვადის გასვლის შემდგომ გ. ა-ი უფლებამოსილია ცალმხრივი განცხადების საფუძველზე მოახდინოს საჯარო რეესტრიდან ზემოაღნიშნული აკრძალვის შესახებ ჩანაწერის გაუქმება;
10. მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების ამ აქტის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული შეზღუდვა უქმდება ( გ. ა-ის ცალმხრივი განცხადების საფუძველზე) და მოსარჩელე კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას;
11. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ამ აქტით განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, თუ მხარეები სხვა ვადაზე ვერ შეთანხმდებიან, მოსარჩელე კარგავს ამ მორიგების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. სანაცვლოდ გ. ა-ი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მოსარჩელეს, მისგან მიღებული შესრულება, მ. ხ-ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. მხარეები აქვე თანხმდებიან, რომ მ. ხ-ისათვის დასაბრუნებელ თანხას შესაძლოა გამოაკლდეს ის ხარჯი, რაც მომსახურე ბანკის მიერ იქნება საჭირო ხსენებული საბანკო ოპერაციის შესრულებისათვის და სავალუტო კურსის ცვლილების ოდენობა, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშწორება მოხდება ლარში და აღნიშნულზე მოსარჩელე მხარეს პრეტენზი არ ექნება გ. ა-ის მიმართ;
12. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის დავა ამოიწურება და მ. ხ-ე უარს ამბობს მის მიერ ადმინისტრაციულ სარჩელში (ადმინისტრაციული საქმე Nბს-796-788 (2კ-16)) არსებულ ორივე მოთხოვნაზე, კერძოდ:
12.1 „ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება (N123 ოქმის N43 პუნქტი) და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 18 ივნისის N2538 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც გ. ა-ს ეღიარა საკუთრების უფლება 411 კვ/მ მიწის ნაკვეთზე“ და
12.2 დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის განკარგულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის ფორმით მ. ხ-ეს გადასცეს 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, საბინაო სამშენებლო ამხანაგობა „...“ მშენებარე სახლის მოპირდაპირე მხარეს.
12.3 მოსარჩელე მხარე ინფორმირებულია, რომ საკუთრებაში მისაღებ მიწის ნაკვეთზე გადის გ. ა-ის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული კანალიზაციის მილი და იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს მიწის ნაკვეთს იმგვარად, რომ არ შეფერხდება გ. ა-ის მიერ აღნიშნული მილით სარგებლობა (შემდგომში ანაზღაურების გარეშე);
13. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის არსებული ყველა სახის დავა/დავები ამოიწურება და სასამართლოს მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ, უარს აცხადებენ იდავონ, მორიგების აქტის ძალაში შესვლამდე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე, რაიმე საფუძვლით.“
3. დაკმაყოფილდეს მორიგების აქტის მე-12 პუქტით გათვალისწინებული მ. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგების გამო და შეწყდეს საქმეზე წარმოება;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებები;
5. მხარეებს განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
6. კასატორს გ. ა-ს დაუბრუნდეს 31.08.2016 წლის №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გ. დ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
7. მ. ხ-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე