Facebook Twitter

საქმე ¹ბს-362-357(კ-16) 06 თებერვალი, 2017 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განიხილა ლ. ქ-ას წარმომადგენლის გ. ფ-ას 03.02.2017წ. განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2015წ. გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლომ გამოარკვია:

ლ. ქ-ამ 13.12.14წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახეურების ცენტრი) 29.05.14წ. №12/19034 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 03.12.14წ. №1-1/370 ბრძანების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ლ. ქ-ას საკუთრების აღიარებაზე თანხმობის მიცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.15წ. გადაწყვეტილებით ლ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახეურების ცენტრი) 29.05.14წ. №12/19034 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 03.12.14წ. №1-1/370 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ზუგდიდში, ... ქ. N...-ში მდებარე 55,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. ქ-ას საკუთრების აღიარებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.15წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.15წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილეით ლ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ქ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინებით ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

03.02.2017წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 18.01.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ქ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა. განმცხადებელმა წარმოადგინა 18.01.2017წ. ამონაწერი საჯარო რეეესტრიდან, რომლის მიხედვით ლ. ქ-ას საკუთრებაშია აღრიცხული ქ. ზუგდიდში, ... ქ. N...-ში მდებარე 56 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ვადაში მყოფი 23.06.2016 წ. N160682870 რწმუნებულება, რომლის თანახმად ლ. ქ-ა გ. ფ-ას, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, უფლებას ანიჭებს ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე,

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის რწმუნებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 03.02.2017 წ. წარმოდგენილი განცხადებით უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის `გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ 03.02.2017წ. განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (სასკ-ის 3.2 მუხ.) და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს, ვადაში მყოფი 23.06.2016 წ. N160682870 რწმუნებულებით გ. ფ-ას კასატორის ლ. ქ-ას მიერ მინიჭებული აქვს საგანმკარგულებო უფლებამოსილება, რაც ადასტურებს გ. ფ-ას შესაძლებლობას ლ. ქ-ას სახელით უარი თქვას საკასაციო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტისა და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ამასთანავე, ლ. ქ-ას (პ.ნ. ...), სსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად, სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.04.2016წ. N12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ქ-ას წარმომადგენლის გ. ფ-ას განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. ლ. ქ-ას (პ.ნ. ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.04.2016წ. N12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

4.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი