Facebook Twitter

ბს-595-589(2კ-16) 02 თებერვალი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2016წ. გადაწყვეტილებაზე და მ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2016წ. გადაწყვეტილებაზე, 16.02.2016წ. და 23.06.2016წ. განჩინებებზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. რ-ემ 22.09.2014 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ე. თ-ის მიმართ დიდუბის რაიონის გამგებლის 15.09.2014 წ. №60 ბრძანების ბათილად ცნობის, მ. რ-ის დიდუბის რაიონის გამგეობის ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზღაურების დაკისრების და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოითხოვნით (სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2014 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. რ-ის გათავისუფლების თაობაზე თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 15.09.2014 წ. N60 ბრძანება, მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოსცემა მ. რ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე, დაევალა მოპასუხე თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას მოსარჩელე მ. რ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ. მ. რ-ემ აგრეთვე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.09.2014წ. განჩინება სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის შესახებ და 13.10.2014წ. განჩინებები საქმეზე მტკიცებულებათა დართვის და საქმეში ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ე. თ-ის ჩაბმის შესახებ.

მ. რ-ემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა კერძო საჩივარი საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2014წ. განჩინებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.04.2015წ. განჩინებით დადგინდა აღნიშნული კერძო საჩივრის მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2015 წ. განჩინებით №3ბ/429-15 ადმინისტრაციულ საქმეზე: აპელანტი (მოსარჩელე) - მ. რ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, შეჩერდა საქმის განხილვა მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება - სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურება, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ და მ. რ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2015 წ. გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2014 წ. გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი სასამართლომ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა, არ დაკმაყოფილდა; მ. რ-ის მოთხოვნა, საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2014 წ. საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2014 წ. საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2014 წ. განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.09.2014 წ. (დასაბუთებული) და 13.10.2014 წ. საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ე. თ-ი; დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2014 წ. განჩინების გაუქმების შესახებ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2014 წ. განჩინება საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა ადვოკატის ხარჯის მ. რ-ის სასარგებლოდ ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის სხვა ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე; ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2014 წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და დიდუბის რაიონის გამგეობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2015წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის და მ. რ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2015წ. განჩნებაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2015წ. განჩინებით მ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩვარი მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩვარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2016წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2015წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. რ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. განჩინებით N3ბ/429-15 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2016წ. გადაწყვეტილებით მ.რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, იძულებითი განაცდურის სახით არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2014წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მ. რ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ. მ. რ-ემ საკასაციო საჩივრით აგრეთვე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.06.2016წ. და 23.06.2016წ. საოქმო განჩინებების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინებების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2016წ. გადაწყვეტილება, 16.06.2016წ. და 23.06.2016წ. განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი