საქმე №ბს-928-920(უს-16) 21 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „...“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „...“ 2013 წლის 10 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის შპს „...“ მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 დეკემბრის №882009372442-09 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 დეკემბრის №882009372480-08 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 დეკემბრის №882009372508-09 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 იანვრის №882009383141-11 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 დეკემბრის №882009372442-09 გადაწყვეტილება ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენის საერთო სიგრძე - 4120 გრძივი მეტრი) გავრცელების ზონის: ქ. თბილისი, გლდანის ...მ/რ-ის №3, №5, №7, №16, №24, №27, №32 კორპუსების რეგისტრაციის ნაწილში და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნულ სადავო კორპუსებთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 დეკემბრის №882009372480-08 გადაწყვეტილება ხაზობრივი ნაგებობის (გაზსადენის საერთო სიგრძე - 2042 გრძივი მეტრი) გავრცელების ზონის: ქ. თბილისი, გლდანის ... მ/რ, გლდანის ... მ/რ-ის №1, №4, №6, №7, №10, №12, №13, №17, №23, №27, №28, №29 კორპუსების რეგისტრაციის ნაწილში და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნულ სადავო კორპუსებთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 დეკემბრის №882009372508-09 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 8 იანვრის №882009383141-11 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სს „...“ მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სს „...“ წარმომადგენლის - ი. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (გაზსადენებზე) (მდებარე: 1. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია, ზონა ..., სექტორი ..., ხაზოვანი ობიექტი - ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე 1593მ. მესაკუთრე - შპს „...“ ( 08.01.2010წ. .გადაწყვეტილება №882009383141-11); 2. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია, ზონა - ..., სექტორი - ..., ხაზოვანი ობიექტი - ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე - 34მ. მესაკუთრე - შპს „...“ (16.12.2009წ. გადაწყვეტილება №882009372508-09); 3. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ, კორპ: №1,2,6,10,14,15,24,26,28,29,31,32, კორპ:№3,5,7,16,27,30; კორპ. №8,9,17,18,20,21,22,23, ზონა - ..., სექტორი - ..., ხაზოვანი ობიექტი - ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე - 4120მ. მესაკუთრე - შპს „...“ (16.12.2009წ. გადაწყვეტილება №882009372442-09); 4. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ, კორპ: №1,4,6,7,10,12,13,17,23,27,28,29; კორპ: №2,3,8,9,11,14,15,16,18,19,20,30,31,32,33,34, ზონა - ..., სექტორი - ..., ხაზოვანი ობიექტი - ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე - 2042მ. მესაკუთრე -შპს „...“ (16.12.2009წ., გადაწყვეტილება - №882009372480-08)), განახორციელოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული რაიმე სახის ქმედებები: ყიდვა-გაყიდვა, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა და სხვა ქმედებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა შპს „...“, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სს „...“ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
191-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელია, როგორც მატერილური, ასევე ფორმალური თვალსაზრისით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით დადგენილი ზემოაღნიშნული წინაპირობები. ამასთან, ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვა, მაშინ როდესაც გასაჩივრებული განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა არა გარკვეული მოქმედების, არამედ მთელი რიგი მოქმედებების განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აეკრძალა არა გარკვეული მოქმედების, არამედ მთელი რიგი მოქმედებების განხორციელება. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა დაასაბუთა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე უძრავი ქონების შენარჩუნება წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიისათვის აუცილებელ პირობას. სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის მითითება შპს „...“ მიერ სადავო ქონების (გაზსადენების) გასხვისება ქმნის ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე საქმეზე მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება. იმის გათვალისწინებით, რომ დავის გადაწყვეტამდე მოსარჩელის საკუთრებიდან სადავო უძრავი ქონების გასვლის ალბათობა ქმნის ვარაუდს გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებით, პალატამ ჩათვალა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიმართ მოსარჩელეს გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა გაბათილებული გასაჩივრებული განჩინების არგუმენტები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, შესაბამისად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებისა და გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს „...“ წარმომადგენელმა, ი. გ-მა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (გაზსადენებზე) (მდებარე: 1. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია, ზონა - ..., სექტორი - ..., ხაზოვანი ობიექტი ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე - 1593მ. მესაკუთრე - შპს „...“ (08.01.2010წ. .გადაწყვეტილება №882009383141-11); 2. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორია, ზონა ..., სექტორი ..., ხაზოვანი ობიექტი - ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე - 34მ. მესაკუთრე - შპს „...“ (16.12.2009წ. გადაწყვეტილება №882009372508-09); 3. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ, კორპ: №1,2,6,10,14,15,24,26,28,29,31,32, კორპ:№3,5,7,16,27,30; კორპ: №8,9,17,18,20,21,22,23, ზონა - ..., სექტორი - ..., ხაზოვანი ობიექტი - ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე - 4120მ. მესაკუთრე - შპს „...“ (16.12.2009წ. გადაწყვეტილება №882009372442-09); 4. ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ, კორპ: №1,4,6,7,10,12,13,17,23,27,28,29; კორპ: №2,3,8,9,11,14,15,16,18,19,20,30,31,32,33,34, ზონა - ..., სექტორი - ..., ხაზოვანი ობიექტი - ..., საკადასტრო კოდი - №..., ობიექტის სიგრძე - 2042მ. მესაკუთრე - შპს „...“ (16.12.2009წ., გადაწყვეტილება - №882009372480-08)), განახორციელოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული რაიმე სახის ქმედებები: ყიდვა-გაყიდვა, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა და სხვა ქმედებები, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. მოსარჩელის წარმომადგენელი - ი. გ-ი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა იმ დასაბუთებით, რომ არსებობს სს „...“ სარჩელით მოთხოვნილი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის რეალური საფუძვლები, (რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ) მოსალოდნელი შედეგის გამო შესაძლოა „...“ სადავო გაზსადენები გაასხვისოს, გაზსადენების გასხვისებით კი შეუძლებელი გახდება სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, რადგანაც სს „...“ სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის 2009 წლის 16 დეკემბრის №882009372442-09, №882009372480-08, №882009372508-09 და 2010 წლის 8 იანვრის №882009383141-11 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, ეხება სწორედ ამ სადავო გაზსადენების „...“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ, გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შემთხვევაში თუ უკვე გასხვისებული იქნება გაზსადენები, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეკარგება პრაქტიკული ღირებულება, შეუძლებელი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით, სადავო გაზსადენების გასხვისების საშიშროებოდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხისათვის სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში გარკვეული მოქმედებების აკრძალვის შესახებ, რადგან რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ქმედებების: ყიდვა-გაყიდვა, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა და სხვა ქმედებების განხორციელების აკრძალვის პირობებში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს ერთმევა შესაძლებლობა გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს ის უძრავი ქონება, რომლებზეც შესაძლოა მოსარჩელის უფლებების არსებობა დადგინდეს. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვა, მაშინ როდესაც გასაჩივრებული განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა არა გარკვეული მოქმედების, არამედ მთელი რიგი მოქმედებების განხორციელება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველყოფას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხროციელდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე სათანადო ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით მოითხოვს სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების წინაპირობებს იმ რაოდენობით, რამდენიც საჭირო იქნება აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მიზნის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრისა და 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე