Facebook Twitter

საქმე Nბს-943-935(კ-16) 21 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ჭ-ე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ბ-ა (მოსარჩელე)

მოპასუხე - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ბ-ამ 2015 წლის 23 ივნისს სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ და მოითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 1 ივლისის №459 ბრძანების ბათილად ცნობა; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება ბინის მდებარე: ქალაქი ფოთი, ... №4/1 მოსარჩელე ზ. ბ-აზე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

ზ. ბ-ამ 2015 წლის 24 აგვისტოს სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და მესამე პირი მ. ჭ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 24 იანვრის №18 ბრძანების ბათილად ცნობა; საკუთრების უფლების №936 მოწმობის ბათილად ცნობა გაცემული მ. ჭ-ის სახელზე; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება ბინის მდებარე: ქალაქი ფოთი, ... ქ. 1/85/21 მოსარჩელე ზ. ბ-აზე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; ზ. ბ-აზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალდებულება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა - ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/116-2015 ადმინისტრაციული საქმე - ზ. ბ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ და ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/136-2015 ადმინისტრაციული საქმე - ზ. ბ-ას სარჩელისა გამო მოპასუხე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირი მ. ჭ-ის მიმართ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1 ივლისის №459 ბრძანება ზ. ბ-ას ქალაქ ფოთში, ... ქ. №4/1-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე; დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბინის, მდებარე: ქალაქი ფოთი, ... №4/1 ზ. ბ-აზე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2013 წლის 24 იანვრის №18 ბრძანება და მ. ჭ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №936 მოწმობა, ბინაზე, მდებარე: ქალაქი ფოთი, ... ქ. №185/21; დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ბინაზე, მდებარე: ქალაქი ფოთი, ... ქ. №185/21, ზ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინება;

3. კასატორს დაუბრუნდეს 04.01.2017 წლის №4 საგადახდო დავალებით მ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე