Facebook Twitter

103საზ ქ. თბილისი

28 იანვარი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ზ-შვილის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით:

თ. ზ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ» ქვეპუნქტით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა» და ,,ვ» ქვეპუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1961 წლის რედაქცია) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი 5 წლის _ საპყრობილეში, ხოლო დანარჩენის _ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 2 ოქტომბრიდან.

ვ. ზ-შვილი, კ. შ-შვილი და ზ. ღ-შვილი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1997 წლის 17 ოქტომბრის რედაქცია) და მიესაჯათ: ვ. ზ-შვილს _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კ. შ-შვილს _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზ. ღვ-შვილს _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მათ სასჯელის მოხდა დაეწყოთ 1999 წლის 10 აგვისტოდან.

კ. გ-შვილს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1998 წლის 23 მარტის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და სსსკ-ის 28-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე.

ვ. ზ-შვილსა და კ. შ-შვილს მ. შ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრათ _ 27 ლარის, ხოლო ა. და ვ. ყ-შვილების სასარგებლოდ _ 13.723 ლარის გადახდა.

ვ. ზ.-შვილს, კ. შ-შვილსა და ზ. ღ-შვილს ვ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრათ _ 17.791 ლარის, ა. გ-ას სასარგებლოდ _ 3175 ლარის, ვ. ლ-ძის სასარგებლოდ _ 3406 ლარის, მ. და ი. შ-ძეების სასარგებლოდ _ 7442 ლარის, კ. თ-შვილის სასარგებლოდ _ 3223 ლარის, ი. პ-ის სასარგებლოდ _ 2451 ლარის, მ. გპის სასარგებლოდ _ 2277 ლარის, ს. A-ის სასარგებლოდ _ 1676 ლარის, ს. U-ის სასარგებლოდ _ 750 ლარის, ა. ა-ის სასარგებლოდ _ 50 ლარის და გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 2955 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განაჩენით თ. ძ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I და IV პუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რომელიც წინა განაჩენით იქნა დადგენილი თ. ზ-შვილის მიმართ, შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 2 ოქტომბრიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის განაჩენით: თ. ზ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ. ზ-შვილს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, თ. ზ-შვილისათვის ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 12 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, თ. ზ-შვილს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა საქმის სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდა დაეწყო 2006 წლის 9 აგვისტოდან.

მსჯავრდებული თ. ზ-შვილი საჩივრით ითხოვს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვას, კერძოდ: ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს არქივიდან გამოთხოვილ იქნეს სისხლის სამართლის საქმე ¹0499054; სასწრაფო დახმარების ¹8 ქვესადგურის არქივიდან ამოღებულ იქნეს 1998 წლის 9 ივნისის ტელეფონით შეტყობინების წიგნი; დაიკითხონ თბილისის დამწვრობის ცენტრიდან მიღებულ ცნობაში აღნიშნული პირები მათი ავადმყოფობის ისტორიების საშუალებით; ასევე საჩივარში მითითებული გარემოებების შესახებ დაიკითხოს თვითონ მისი ადვოკატის თანდასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. ზ-შვილის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ზ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.