Facebook Twitter

#ბს-957-948(კ-16) 23 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 20 ნოემბერს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა შპს „ტ…“.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ოქტომბრის №217347 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების გამოცემა, რომლითაც შპს „…“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, კერძოდ, უძრავი ქონებები, რომელთა საკადასტრო კოდებია: …, …, …, …, …, …, … (ახალი საკადასტრო კოდები: …, …, .., …, …, …, …) ამოირიცხება შპს „ტ…“ საკუთრებიდან, აღნიშნული უძრავი ქონებები აღირიცხება საჯარო რეესტრში შპს „…“ საკუთრებაში და განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 ოქტომბრის №882012941758-05, 2012 წლის 8 ოქტომბრის №882012958171-03, 2012 წლის 5 ოქტომბრის №882012941785-05, 2012 წლის 15 ოქტომბრის №882012958162-03, 2012 წლის 5 ოქტომბრის №882012941808-05, 2012 წლის 16 ოქტომბრის №882012958151-03, 2012 წლის 15 ოქტომბრის №882012941818-05, 2012 წლის 15 ოქტომბრის №882012958141-03, 2012 წლის 5 ოქტომბრის №882012941835-05, 2012 წლის 15 ოქტომბრის №882012958132-03, 2012 წლის 5 ოქტომბრის №882012941845-05, 2012 წლის 15 ოქტომბრის №882012958122-03, 2012 წლის 5 ოქტომბრის №882012941868-05 და 2012 წლის 15 ოქტომბრის №882012958110-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რის საფუძველზეც აღდგება პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, შპს „…“ საწესდებო კაპიტალში არსებულ ქონებაზე (საკადასტრო კოდები: …, …, …, …, …, …, …) მოხდება შპს „…“ საკუთრების უფლების აღდგენა და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში. ამასთან, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 ოქტომბრის №102012242053/3, №102012242054/3, №102012242055/3, №102012242056/3, №102012242057/3, №102012242058/3, №102012242060/3, №102012242061/3, №102012242062/3, №102012242063/3 და №102012242065/3 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს „…“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს „…“ განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სადავო უძრავი ქონებების - ა) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ბ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; გ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; დ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ე) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ვ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ზ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ტ…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით შპს „ტ…“ საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გაუქმების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, გადაეგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „ტ…“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ტ…“ საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს „ტ…“ საჩივარი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; შპს „…“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მესამე პირის - შპს „ტ…“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 25 000 ლარის შეტანა დაეკისრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ სარჩელზე მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის - შპს „ტ…“ მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის №102012242057/3 და №102012242063/3 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით (საქმე #3-532/14) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სადავო უძრავი ქონებების - ა) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ბ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; გ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; დ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ე) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ვ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …; ზ) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: …, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელება; მოსარჩელეს დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით (საქმე #3-532/14) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი - 25 000 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...“ საკასაციო საჩივარზე რ. შ-ეს 2016 წლის 6 დეკემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს „...“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. შ-ის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი