საქმე # 330310014642520
საქმე Nბს-651-644(2კ-16) 7 მარტი, 2017 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: დ. გ-ი, ნ. ე-ა, არასრულწლოვნები - ა. გ-ი, ლ. გ-ი, დ. გ-ი (კანონიერი წარმომადგენლები: დ. გ-ი, ნ. ე-ა) (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-მა, ნ. ე-ამ, არასრულწლოვნებმა - ა. გ-მა, ლ. გ-მა, დ. გ-მა (კანონიერი წარმომადგენლები - დ. გ-ი, ნ. ე-ა) 2014 წლის 10 ნოემბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს: „დ. გ-ის დამატებითი შვებულების შესახებ“ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანების ბათილად ცნობა ძალაში შესვლის დღიდან; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით უმოქმედობით მიღებული უარმყოფელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლისათვის დავალდებულება, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის - ქვემო ჩუღურეთის უბნის სამსახურის (განყოფილების) ... საშტატო თანამდებობაზე გამწესებული დ. გ-ის ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივი გამოცემა; მოცემულ საქმეზე სარჩელის სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილების პირობებში მისაღები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოსარჩელის კანონიერი ინტერესისა და მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის დაკისრება - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 0 (ნული) ლარისა და 01 (ერთი) თეთრის ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით 12 ლარის ანაზღაურების დაკისრება, გაღებული მოსარჩელის მიერ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისას; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012, 2013 და 2014 წლებში მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების სრული ანაზღაურების დაკისრება, თანამდებობრივ სარგოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ კუთვნილი (შეჩერებული) ხელფასის ანაზღაურების დაკისრება „დ. გ-ის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების შესახებ“ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანების დ. გ-ისათვის გაცნობის დღიდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეებისთვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით დაკისრება, სასამართლოს გარეშე ხარჯის - სასამართლოში გადაადგილების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის - 10 ლარისა და 00 თეთრის ანაზღაურება, რაც გაღებულ იქნა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების სასამართლოში გამოცხადებისათვის, როგორც სარჩელის შეტანის ეტაპზე, ასევე საქმის განხილვის მიზნით სხდომაზე გამოცხადებისათვის.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შრომით ურთიერთობაშია მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან და მუშაობს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ქვემო ჩუღურეთის უბნის სამსახურის ... თანამდებობაზე. მოსარჩელეები დ. გ-ი და ნ. ე-ა 2011 წლის 18 ივნისიდან არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2014 წლის 27 სექტემბერს დ. გ-სა და ნ. ე-ას შეეძინათ ორი - ვაჟი ლ. გ-ი და დ. გ-ი. 2014 წლის 1 ოქტომბერს (რეგ. №12/14274472-22) დ. გ-მა განცხადებით მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგებელს, სადაც მიუთითებდა, რომ მას 2014 წლის 27 სექტემბერს შეეძინა ორი ვაჟი, მათ გარდა ჰყავს კიდევ ერთი შვილი, მშობიარობის შემდეგ კი მისი მეუღლე მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც მოითხოვა კუთვნილი დეკრეტული შვებულება ბავშვის მოსავლელად. 2014 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელე დ. გ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის იურიდული სამსახურის უფროსს და განუმარტა, რომ მუშაობს ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, ქვემო უბნის ... თანამდებობაზე. მას ჰყავს 3 წლის შვილი, 2014 წლის 27 სექტემბერს შეეძინა ტყუპები. 2014 წლის 30 სექტემბერს მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, კერძოდ, კადრების განყოფილების უფროსს მისი კუთვნილი დეკრეტული შვებულების ასაღებად, ბავშვის მოვლის გამო, რაც გათვალისწინებული არის კანონმდებლობით, რაზეც უთხრეს სიტყვიერი უარი, შემდეგ მოითხოვა წერილობითი ახსნა - განმარტება აღნიშნულზეც უთხრეს უარი და მოითხოვა რეაგირება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანებით დ. გ-ს მიეცა დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო 2014 წლის 24 ოქტომბრიდან 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებულ იქნა ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და პირადი განცხადება. 2014 წლის 3 ნოემბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის №2587779 წერილით დ. გ-ს განემარტა, ,,იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცისთვის დეკრეტული შვებულების მიცემა ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით, კომპეტენტური ორგანოების მიერ გაწეული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების, აგრეთვე, შრომის კოდექსის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა 2014 წლის 24 ოქტომბერს. კერძოდ, მიეცა დამატებითი შვებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - 12 კვირის ოდენობით. მას ასევე დამატებით განემარტა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, მასზე ვერ გავრცელდებოდა ამ კანონით მოქმედი ნორმა, რადგან აღნიშნული განმარტავს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას მისცეს 12 კვირა დამატებითი შვებულება ისე, რომ არ მოუთხოვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანება „დ. გ-ის დამატებითი შვებულების შესახებ“; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა დაუყოვნებლივ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. გ-ის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მიცემასთან დაკავშირებით; მოსარჩელის მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით უმოქმედობით მიღებული უარმყოფელი გადაწყვეტილება - არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისროს 2012, 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით - არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისროს დ. გ-ის სასარგებლოდ კუთვნილი (შეჩერებული) ხელფასის ანაზღაურება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანების დ. გ-ისათვის გაცნობის დღიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე - არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მოსარჩელე დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 0,1 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დადასტურების ხარჯი - 12 ლარის და სასამართლოში გადაადგილების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯი - 10 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-მა, ნ. ე-ამ, არასწრულწლოვანმა აპელანტებმა: ა. გ-მა, ლ. გ-მა, დ. გ-მა (კანონიერი წარმომადგენლები - დ. გ-ი და ნ. ე-ა) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვანი ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება 2012-2013-2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმისა და იძულებით შეჩერებული კუთვნილი 12 კვირის ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც: სასარჩელო მოთხოვნა, 2012-2013-2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა დ. გ-ის სასარგებლოდ 2012, 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება; სასარჩელო მოთხოვნა, იძულებით შეჩერებული კუთვნილი 12 კვირის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა დ. გ-ის სასარგებლოდ იძულებით შეჩერებული 12 კვირის ხელფასის ანაზღაურება; დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვნების ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი; არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის თაობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა აპელანტის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯი - 50 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების უსაფუძვლობაზე და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის უფლება, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, არ
არის დამოკიდებული სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობაზე, არც იმაზე, გამართლდება თუ არა განთავისუფლებული პირის ინტერესები სამსახურში უკანონო განთავისუფლების გამო აღდგენაზე, ასეთი მოთხოვნის საფუძვლიანობას არ აბათილებს ის ფაქტი, წარადგინა თუ არა განაცხადი განთავისუფლებულმა პირმა კუთვნილი შვებულებით სარგებლობისათვის მუშაობის პერიოდში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. გ-ს 2012-2013-2014 წლებში არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2014 წლის 10 ნოემბერს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; ამავე კანონის 62-ე მუხლის მიხედვით მოხელისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით რომლის მოთხოვნის უფლება მას წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ; სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შვებულების დროს ასანაზღაურებელი თანხა არ არის მოხელის ხელფასის შემადგენელი ნაწილი, მას უნდა აუნაზღაურდეს აღნიშნულ პერიოდში გამოუყენებელი კუთვნილი შვებულება.
პალატამ მიუთითა, რომ „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლებას აღიარებს და განამტკიცებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ,,ამდენად, დასახელებული სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, დასაქმებულის უფლება, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა; სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის დარღვეული უფლება სახეზეა, ვინაიდან მან სამი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე ამ უფლების პირდაპირი აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელის უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით.
დ. გ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარედგინა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობა და შენიშვნები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილისა და 2016 წლის 5 მაისის სხდომის ოქმებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებებით სხდომის ოქმზე წარდგენილი შენიშვნების გაზიარებასა და დამატებით გადაწყვეტილების გამოტანაზე მხარეს უარი ეთქვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, სხვა დასაბუთებული განჩინებები და საოქმო განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-მა, ნ. ე-ამ, არასრულწლოვნებმა - ა. გ-მა, ლ. გ-მა და დ. გ-მა (კანონიერი წარმომადგენლები - დ. გ-ი და ნ. ე-ა). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი - გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვნების: ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: დ. გ-ი, ნ. ე-ა) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება - გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა, დარჩა უცვლელად; ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
კასატორის მოსაზრებით, უსამართლოა 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლოს მხრიდან, რადგან დ. გ-ს არ მოუთხოვია აღნიშნული უფლებით სარგებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აფასებს დ. გ-ის მიერ 2012-2013 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 57-ე და 62-ე მუხლებით, რამდენადაც 2016 წლის 21 დეკემბრის №126 კანონის საფუძველზე აღნიშნული მუხლების ამოქმედება დადგენილია 2017 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს კანონის მითითებული მუხლები არ მოქმედებდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს დღეს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; ამდენად, დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით, უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. საქართველო „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მონაწილეა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით), რომელიც აღიარებს შვებულების უფლების გამოყენებას და ავალდებულებს ამ კონვენციის მონაწილე ყველა მხარეს უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა. ამასთან, კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, „ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირმა, რომელიც თავისი ყოველწლიური შვებულების განმავლობაში იმუშავებს ფასიან სამუშაოზე, შეიძლება დაკარგოს შვებულების პერიოდის ანაზღაურება“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. კანონი ითვალისწინებს შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის შესაძლებლობას, რა დროსაც უნდა არსებობდეს ორი პირობა, პირველი - დასაქმებული უნდა იყოს თანახმა და მეორე თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. კანონის აღნიშნული დანაწესი ანაზღაურებადი შვებულების გადატანის საშუალებას იძლევა, თუმცა არა უმეტეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. ანუ 2012 წლიდან 2013 წელს გადატანილი შვებულება, რომელიც არ იქნა სრულად გამოყენებული 2013 წელს, გაქარწყლდა და არ დამატებია მომდევნო წლების შვებულებას. ანალოგიური წესი ვრცელდება 2013 წელს გამოუყენებელ შვებულებაზე. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასაქმებულმა გადაწყვიტა, არ ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და მას აღარ ეკუთვნის 2012-2013 წლების შვებულების დღეების ანაზღურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო, მოეთხოვა 2012 და 2013 წლების კუთვნილი შვებულების ანაზღაურება, შრომის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის - შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის უფლების გამოყენების შემთხვევაში. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დ. გ-ს 2012-2013 წლებში მიმართული ჰქონდა დამსაქმებლისათვის კუთვნილი შვებულების მოთხოვნით. მოსარჩელემ მხოლოდ 2014 წლის 2 დეკემბერს დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზრაურება. ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ვერ დაამტკიცა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოთხოვნა შვებულების უფლების გამოყენების თაობაზე, წარდგენილი ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) და არასწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის (ამ კანონის პირველი – 124-ე მუხლები, 125-ე მუხლის მე-2 და მე-5–მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. მუხ. 128.2) 57-ე და 62-ე მუხლები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობას განაპირობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღრეთის რაიონის გამგეობას არასწორად დააკისრა დ. გ-ის სასარგებლოდ 2012-2013 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა გამოწვეული, ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა 2012-2013 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი (დაშვებულ ნაწილში) დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა დ. გ-ისათვის 2012-2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2012-2013 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქმე Nბს-651-644(2კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1.დ. გ-ი, ნ. ე-ა, არასრულწლოვნები - ა. გ-ი, ლ. გ-ი, დე. გ-ი (კანონიერი წარმომადგენლები: დ. გ-ი, ნ. ე-ა) (მოსარჩელეები); 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განჩინებები: სხდომის ოქმზე წარდგენილი შენიშვნების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 10 მაისის განჩინება; დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 10 მაისის განჩინება; საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის საოქმო განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-მა, ნ. ე-ამ, არასრულწლოვნებმა - ა. გ-მა, ლ. გ-მა, დე. გ-მა (კანონიერი წარმომადგენლები - დ. გ-ი, ნ. ე-ა) 2014 წლის 10 ნოემბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს: „დ. გ-ის დამატებითი შვებულების შესახებ“ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანების ბათილად ცნობა ძალაში შესვლის დღიდან; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით უმოქმედობით მიღებული უარმყოფელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლისათვის დავალდებულება, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის - ქვემო ჩუღურეთის უბნის სამსახურის (განყოფილების) ... საშტატო თანამდებობაზე გამწესებული დ. გ-ის ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივი გამოცემა; მოცემულ საქმეზე სარჩელის სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილების პირობებში მისაღები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოსარჩელის კანონიერი ინტერესისა და მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის დაკისრება - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 0 (ნული) ლარისა და 01 (ერთი) თეთრის ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით 12 ლარის ანაზღაურების დაკისრება, გაღებული მოსარჩელის მიერ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისას; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012, 2013 და 2014 წლებში მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების სრული ანაზღაურების დაკისრება, თანამდებობრივ სარგოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით; მოპასუხეებისათვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ კუთვნილი (შეჩერებული) ხელფასის ანაზღაურების დაკისრება „დ. გ-ის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების შესახებ“ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანების დ. გ-ისათვის გაცნობის დღიდან, მოცემულ საქმეზე მისაღები შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეებისთვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით დაკისრება, სასამართლოს გარეშე ხარჯის - სასამართლოში გადაადგილების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯის - 10 ლარისა და 00 თეთრის ანაზღაურება, რაც გაღებულ იქნა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების სასამართლოში გამოცხადებისათვის, როგორც სარჩელის შეტანის ეტაპზე, ასევე საქმის განხილვის მიზნით სხდომაზე გამოცხადებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანება „დ. გ-ის დამატებითი შვებულების შესახებ“; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა დაუყოვნებლივ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. გ-ის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მიცემასთან დაკავშირებით; მოსარჩელის მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით უმოქმედობით მიღებული უარმყოფელი გადაწყვეტილება - არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისროს 2012, 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით - არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისროს დ. გ-ის სასარგებლოდ კუთვნილი (შეჩერებული) ხელფასის ანაზღაურება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 24 ოქტომბრის №3/10 ბრძანების დ. გ-ის გაცნობის დღიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე - არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მოსარჩელე დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯი 0,1 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დადასტურების ხარჯი 12 ლარის და სასამართლოში გადაადგილების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯი 10 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-მა, ნ. ე-ამ, არასწრულწლოვანმა აპელანტებმა: ა. გ-მა, ლ. გ-მა, დე. გ-მა (კანონიერი წარმომადგენლები - დ. გ-ი და ნ. ე-ა) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვანი ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება 2012-2013-2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმისა და იძულებით შეჩერებული კუთვნილი 12 თვის ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც: სასარჩელო მოთხოვნა, 2012-2013-2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა დ. გ-ის სასარგებლოდ 2012, 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება; სასარჩელო მოთხოვნა, იძულებით შეჩერებული კუთვნილი 12 კვირის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა დ. გ-ის სასარგებლოდ იძულებით შეჩერებული 12 კვირის ხელფასის ანაზღაურება; დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვანი ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი; არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის თაობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა აპელანტის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯი 50 ლარის ოდენობით.
დ. გ-ის წარმომადგენელი ივანე პეტრიაშვილის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარედგინა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობა და შენიშვნები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილისა და 2016 წლის 5 მაისის სხდომის ოქმებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებებით სხდომის ოქმზე წარდგენილი შენიშვნების გაზიარებასა და დამატებით გადაწყვეტილების გამოტანაზე მხარეს უარი ეთქვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, სხვა დასაბუთებული განჩინებები და საოქმო განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-მა, ნ. ე-ამ, არასრულწლოვნებმა - ა. გ-მა, ლ. გ-მა და დე. გ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვნების: ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დე. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: დ. გ-ი, ნ. ე-ა) საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვნების: ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დე. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: დ. გ-ი, ნ. ე-ა) საკასაციო საჩივარი მთლიანად და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა) არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა, კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები გარდა მითითებული ნაწილისა ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები გარდა მითითებული ნაწილისა არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვნების: ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დე. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: დ. გ-ი, ნ. ე-ა) საკასაციო საჩივარი მთლიანად და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა), რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე მითითებული ნაწილის გარდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე, დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი - გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა - მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. დ. გ-ის, ნ. ე-ას, არასრულწლოვნების: ა. გ-ის, ლ. გ-ისა და დე. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლები: დ. გ-ი, ნ. ე-ა) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება - გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა - დარჩეს უცვლელად;
4. ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის დ. გ-ის სასარგებლოდ 2012 და 2013 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე