Facebook Twitter

საქმე # 110310015764049

საქმე Nბს-886-878(2კ-16) 24 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მოპასუხე); 2. თ. ბ-ე, თ. მ-ე, დ. ბ-ე, ტ. კ-ი, ნ. გ-ე, გ. თ-ე, ნ. გ-ი, მ. ჭ-ე, ო. მ-ი, გ. მ-ი, ნ. ს-ე და ი. რ-ე (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარეები: ი. ბ-ე, კ. ფ-ი, მ. კ-ე, მ. რ-ე, ა. კ-ე, დ. ა-ე, ზ. გ-ი, ი. გ-ი, შ. ა-ე, ბ. ა-ე, რ. ღ-ე, ც. ს-ე, მ. რ-ე, გ. გ-ე, მ. ჭ-ე, ზ. ფ-ე, ე. გ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ემ, კ. ფ-მა, მ. კ-ემ და სხვებმა (სულ 21-მა პირმა) 2015 წლის 27 მარტს სარჩელი აღძრეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ქ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივითვითმმართველოს მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ოქმი (ნაწილობრივ), რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენაზე და ამ პოზიციებზე მესამე პირების დასანიშნად წარდგენის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა (ზ. ფ-ის და ე. გ-ის ნაწილში); თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა

საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალოს ხელახლა ჩაატაროს კონკურსის მე-3 ეტაპი - გასაუბრება მოსარჩელეთა მონაწილეობით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლკის 5 ივნისის საოქმო განჩინებით

მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე , საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: ნ. გ-ე, ნ. ს-ე, ნ. გ-ი, თ. მ-ე, ი. რ-ე, მ. ჭ-ე, გ. თ-ე, ზ. ფ-ე, ბ. ბ-ე, დ. ბ-ე, ო. მ-ი, ს. დ-ე, ი. ვ-ე, თ. ბ-ე, ტ. კ-ი, ნ. ს-ე, პ. ჩ-ე, ა. რ-ე, გ. ყ-ი, გ. მ-ი, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე პირები, რომელთაც შესაძლოა შეეხოთ სასამართლო შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლკის 18 ივნისის საოქმო განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ფ. გ-ისა და ზ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით სარჩელზე უარის თქმის გამო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლკის 22 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების - მ. ლ-ისა და მ. დ-ის შუამდგომლობა სარჩელის გახმობის შესახებ დაკმაყოფილდა; მ. ლ-ისა და მ. დ-ის სარჩელი მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის მიმართ დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლკის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ოქმი (ნაწილობრივ), რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენაზე და ამ პოზიციებზე მესამე პირების დასანიშნად წარდგენის ნაწილში, კერძოდ: მოსარჩელე ი. ბ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... (საზოგადოებასთან ურთიერთობა) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19974) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ნ. გ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ი. ბ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... (საქმის წარმოების საქმეში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19977) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ნ. ს-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ი. ბ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... (საკადრო საკითხებში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №20021) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ნ. გ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ი. ბ-ის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19932) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის თ. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე კ. ფ-ის - თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს … თანამდებობაზე (ვაკანსიის №19787) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ი. რ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე მ. კ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების … თანამდებაზე (ვაკანსიის №19968) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის მ. ჭ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე მ. რ-ის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19932) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის თ. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე მ. რ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... (საქმისწარმოების საკითხებში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19977) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ნ. ს-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ა. კ-ის - ინფრასტუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19984) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის გ. თ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე დ. ა-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20011) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ბ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე დ. ა-ის - საკრებულოს აპარატისა ... (მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19914) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის დ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ზ. გ-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20022) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ო. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ი. გ-ის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19945) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ი. ვ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე შ. ა-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20022) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ო. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ბ. ა-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20011) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ბ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე რ. ღ-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20023) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის რ. ა-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე ც. ს-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20018) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის თ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე მ. რ-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20025) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ტ. კ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე მ. რ-ის - გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციების განყოფილების ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №20050) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის ნ. ს-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე მ. რ-ის - საკრებულოს აპარატის ... თანამდებობაზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში (ვაკანსიის №19914) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის დ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე გ. გ-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ქ. თერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20035) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის გ. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; მოსარჩელე მ. ჭ-ის - ინფრასტუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19984) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის გ. თ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში; დაევალა საკონკურსო - საატესტაციო კომისიას ხელახლა ჩაატაროს კონკურსის მე-3 ეტაპი - გასაუბრება ამ გადაწყვეტილების 2.1.1 - 2.15. პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე;. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ; თ. ბ-ემ, ი. ვ-ემ, თ. მ-ემ, დ. ბ-ემ, ტ. კ-მა, ნ. გ-ემ, გ. თ-ემ, ნ. გ-მა, მ. ჭ-ემ, ო. მ-მა, ნ. ს-ემ, გ. მ-მა, ნ. ს-ემ, ი. რ-ემ და რ. ა-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და თ. ბ-ე, ი. ვ-ე, თ. მ-ე, დ. ბ-ე, ტ. კ-ი, ნ. გ-ე, გ. თ-ე, ნ. გ-ი, მ. ჭ-ე, ო. მ-ი, ნ. ს-ე, გ. მ-ი, ნ. ს-ე, ი. რ-ე, რ. ა-ე სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2 პუნქტში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ოქმის მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობის თარიღად მიეთითა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტი: ი. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო და ამ ნაწილში გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში; მ. კ-ას დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, როგორც შეცდომით გადახდილი; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, თ. ბ-ემ, თ. მ-ემ, დ. ბ-ემ, ტ. კ-მა, ნ. გ-ემ, გ. თ-ემ, ნ. გ-მა, მ. ჭ-ემ, ო. მ-მა, გ. მ-მა, ნ. ს-ემ და ი. რ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, თ. ბ-ის, თ. მ-ის, დ. ბ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, ო. მ-ის, გ. მ-ის, ნ. ს-ისა და ი. რ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლისმე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამკატეგორიის საქმეებზე საქართველოსუ ზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის, ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, თ. ბ-ის, თ. მ-ის, დ. ბ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, ო. მ-ის, გ. მ-ის, ნ. ს-ისა და ი. რ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, თ. ბ-ის, თ. მ-ის, დ. ბ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, ო. მ-ის, გ. მ-ის, ნ. ს-ისა და ი. რ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-886-878(2კ-16) 20.12.2016 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია;

თ. ბ-ე, ი. ვ-ე, თ. მ-ე, დ. ბ-ე, ტ. კ-ი, ნ. გ-ე, გ. თ-ე, ნ. გ-ი, მ. ჭ-ე, ო. მ-ი, ნ. ს-ე, გ. მ-ი, ნ. ს-ე, ი. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - ი. ბ-ე, კ. ფ-ი, მ. კ-ე, მ. რ-ე, ა. კ-ე, დ. ა-ე, ზ. გ-ი, ი. გ-ი, შ. ა-ე, ბ. ა-ე, რ. ღ-ე, ც. ს-ე, მ. რ-ე, გ. გ-ე, მ. ჭ-ე, ზ. ფ-ე, ე. გ-ე

მესამე პირი - ბ. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ემ, მ. ჭ-ემ, კ. ფ-მა, მ. რ-ემ, ა. კ-ემ, შ. ა-ემ, დ. ა-ემ, ბ. ა-ემ, ზ. გ-ემ, გ. გ-ემ, ფ. გ-ემ, ზ. გ-მა, ი. გ-მა, ე. გ-ემ, მ. დ-ემ, მ. ლ-მა, მ. რ-ემ, ც. ს-ემ, ზ. ფ-ემ, რ. ღ-ემ და მ. კ-ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 და 2015 წლის 14 მარტის №9 სხდომის ოქმების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების ხელახლა ჩატარების დავალება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ნ. გ-ე, ნ. ს-ე, ნ. გ-ი, თ. მ-ე, ი. რ-ე, მ. ჭ-ე, გ. თ-ე, ბ. ბ-ე, დ. ბ-ე, ო. მ-ი, ს. დ-ე, ი. ვ-ე, თ. ბ-ე, ტ. კ-ი, ნ. ს-ე, პ. ჩ-ე, ა. რ-ე, გ. ყ-ი და გ. მ-ი.

2015 წლის 9 ივნისს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ოქმის მე-3 და მე-4 პუნქტების მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების ხელახლა ჩატარების დავალება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინებით სარჩელზე ფ. გ-ისა და ზ. გ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო 2015 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით სარჩელი მ. ლ-ისა და მ. დ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ოქმი (ნაწილობრივ), რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენაზე და ამ პოზიციებზე მესამე პირების დასანიშნად წარდგენის ნაწილში, კერძოდ, მოსარჩელე ი. ბ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... (საზოგადოებასთან ურთიერთობა) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19974) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ნ. გ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ი. ბ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ...(საქმის წარმოების საქმეში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19977) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ნ. ს-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ი. ბ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ... (საკადრო საკითხებში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №20021) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ნ. გ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ი. ბ-ის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19932) დასანიშნად

წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - თ. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე კ. ფ-ის - თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19787) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ი. რ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე მ. კ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების … თანამდებაზე (ვაკანსიის №19968) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - მ. ჭ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე მ. რ-ის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ...თანამდებობაზე (ვაკანსიის №19932) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - თ. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე მ. რ-ის - ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ...(საქმისწარმოების საკითხებში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19977) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ნ. ს-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ა. კ-ის - ინფრასტუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19984) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - გ. თ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე დ. ა-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20011) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ბ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე დ. ა-ის - საკრებულოს აპარატისა ...(მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში) თანამდებობაზე (ვაკანსიის №19914) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - დ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ზ. გ-ის - გამგებლის … თანამდებობაზე რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20022) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ო. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ი. გ-ის - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ...თანამდებობაზე (ვაკანსიის №19945) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ი. ვ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე შ. ა-ის - გამგებლის … თანამდებობაზე რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20022) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ო. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ბ. ა-ის - გამგებლის … თანამდებობაზე ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20011) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ბ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე რ. ღ-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20023) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - რ. ა-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე ც. ს-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20018) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - თ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე მ. რ-ის - გამგებლის … თანამდებობაზე ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20025) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ტ. კ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე მ. რ-ის - გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციების განყოფილების ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №20050) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - ნ. ს-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე მ. რ-ის - საკრებულოს აპარატის ...თანამდებობაზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში (ვაკანსიის №19914) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - დ. ბ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე გ. გ-ის - გამგებლის ... თანამდებობაზე ქ. თერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში (ვაკანსიის №20035) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - გ. მ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, მოსარჩელე მ. ჭ-ის - ინფრასტუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ... თანამდებობაზე (ვაკანსიის №19984) დასანიშნად წარდგენაზე და ამავე პოზიციაზე მესამე პირის - გ. თ-ის დასანიშნად წარდგენის ნაწილში, საკონკურსო - საატესტაციო კომისიას დაევალა კონკურსის მე-3 ეტაპის - გასაუბრების ხელახლა ჩაატარება ამ გადაწყვეტილების 2.1.1. - 2.15. პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და მესამე პირების - თ. ბ-ის, ი. ვ-ის, თ. მ-ის, დ. ბ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, ო. მ-ის, ნ. ს-ის, გ. მ-ის, ნ. ს-ის, ი. რ-ისა და რ. ა-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და თ. ბ-ის, ი. ვ-ის, თ. მ-ის, დ. ბ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, ო. მ-ის, ნ. ს-ის, გ. მ-ის, ნ. ს-ის, ი. რ-ის, რ. ა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცვლილება შევიდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ოქმის მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად ცნობის თარიღად მიეთითა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტი: ი. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო და ამ ნაწილში გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება ასევე გაუქმდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში, მ. კ-ას დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, როგორც შეცდომით გადახდილი (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სს ”…” 2015 წლის 26 მარტს, ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდი 300193150, ბანკის კოდი TRESGE22), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, თ. ბ-ემ, ი. ვ-ემ, თ. მ-ემ, დ. ბ-ემ, ტ. კ-მა, ნ. გ-ემ, გ. თ-ემ, ნ. გ-მა, მ. ჭ-ემ, ო. მ-მა, ნ. ს-ემ, გ. მ-მა, ნ. ს-ემ და ი. რ-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის, ი. ვ-ის, თ. მ-ის, დ. ბ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, ო. მ-ის, ნ. ს-ის, გ. მ-ის, ნ. ს-ის და ი. რ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ი. ვ-ის და ნ. ს-ის მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით კასატორებს - ი. ვ-ესა და ნ. ს-ეს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად - მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალათ. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორებს - ი. ვ-ეს - პირადად, ხოლო ნ. ს-ის ოჯახის წევრს (დას) 2016 წლის 24 ნოემბერს ჩაბარდათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2016 წლის 25 ნოემბრიდან დაიწყო და 2016 წლის 29 ნოემბერს ამოიწურა. კასატორებმა - ი. ვ-ემ და ნ. ს-ემ ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი მათი მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 374-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ის, ი. ვ-ის, თ. მ-ის, დ. ბ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ჭ-ის, ო. მ-ის, ნ. ს-ის, გ. მ-ის, ნ. ს-ის და ი. რ-ის საკასაციო საჩივარი ი. ვ-ის და ნ. ს-ის მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი