Facebook Twitter

საქმე # 210310016001263891

საქმე Nბს-64-63(2კ-17) 28 თებერვალი, 2017 წელი, ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. თ. ტ-ე; 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის, პრემიისა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ტ-ემ სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 იანვრის №02 4 ბრძანება; დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას აღადგინოს თ. ტ-ე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ან დანიშნოს იგი გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების უფროსის იდენტურ (ტოლფასს) თანამდებობაზე; მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 4 ივნისიდან, ყოველთვიურად 810 (რვაასათი) ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს დაეკისროს 2013 წლის 21 აპრილიდან 2015 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით მასზე გაუცემელი პრემიის 5265 (ხუთიათას ორას სამოცდახუთი) ლარის გადახდა და სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში მოსარჩელის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების 13 104 (ცამეტიათას ასოთხი) ლარის ანაზღაურება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 იანვრის №02 4 ბრძანება თ. ტ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა აღადგინოს მოსარჩელე თ. ტ-ე სამსახურში, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე თ. ტ-ის სასარგებლოთ დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა 2016 წლის 18 იანვრის №02 4 ბრძანების გამოცემის დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 810 (რვაასათი) ლარის ოდენობით; სასარჩელო მოთხოვნა, 2013 წლის 4 ივნისიდან განაცდურის ანაზღაურების, 2013 წლის 22 აპრილიდან მისთვის გასაცემი პრემიის 5265 ლარის და მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების 13 104 ლარის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ტ-ემ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 იანვრის N024 ბრძანება თ. ტ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა აღადგინოს მოსარჩელე

თ. ტ-ე სამსახურში, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე თ. ტ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 18 იანვრიდან მის სამსახურში აღდგენამდე ... სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნას უცვლელად;

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ტ-ემ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ტ-ის საკასაციო საჩივარები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ტ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლისმე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ტ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრი გადაწყვეტილებაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარევ. ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე