Facebook Twitter

საქმე # 080310014486326

საქმე ბს-111-109(2k-კს-15) 24 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელ

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ მიმართ და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...„ ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილალ იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანება , რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...„ საჩივარი შემოსავლების სამსახურის საბჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის „ 2013 წლის 19 აპრილის №69604/001, №69604/002, №69604/003, №69604/004, №69604/005, №69604/006, №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნების და 2013 წლის 16 აპრილის №EL011938, №EL011939, №EL011943, №EL011945, №EL011947, №EL011949, №EL011955,

№EL011959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე; ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო სამართლადარღვევის ოქმები №EL011938, №EL011939, №EL011943, №EL011945, №EL011947, №EL011949, №EL011955, №EL011959; ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის აპრილის №69604/001, №69604/002, №69604/003, №69604/004, №69604/005, №69604/006, №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განჩინებით შპს ,,...’’ წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ შპს ,,...’’ სარჩელზე მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულების თაობაზე (საქმე №3/2576-14) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს ,,...’’ სარჩელზე (საქმე №3/99-2014) მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შეჩერდა საქმის წარმოება იმ ნაწილში რომლითაც მოთხოვნილია: ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ბათუმის პორტის’’ 2013 წლის 19 აპრილის №69604/007, №69604/008, №69604/010, №69604/012, №69604/013, №69604/014, №69604/015, №69604/016, №69604/017, №69604/018, №69604/019, №69604/020, №69604/021, №69604/022, №69604/023, №69604/024, №69604/025 და №69604/26 საგადასახადო მოთხოვნები. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო სამართლადარღვევის ოქმები №EL011951, №EL011953, №EL011957, №EL011961, №EL011963, №EL011966, №EL011968, №EL011970, №EL011972, №EL011974, №EL011976, №EL011978, №EL011980, №EL011982, №EL011984, №EL011986, №EL011988, №EL011990; ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...’’ ადმინისტრაციული საჩივრი პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტა) დანაკარგებისათვის შედგენილი სადაო აქტებთან მიმართებაში. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...’’ საჩივარი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ბათუმის პორტის’’ 2013 წლის 19 აპრილის №69604/007, №69604/008, №69604/010, №69604/012, №69604/013, №69604/014, №69604/015, №69604/016, №69604/017, №69604/018, №69604/019, №69604/020, №69604/021, №69604/022, №69604/023, №69604/024, №69604/025, №69604/26 საგადასახადო მოთხოვნების და 2013 წლის 16 აპრილის №EL011951, №EL011953, №EL011957, №EL011961, №EL011963, №EL011966, №EL011968, №EL011970, №EL011972, №EL011974, №EL011976, №EL011978, №EL011980, №EL011982, №EL011984, №EL011986, №EL011988, №EL011990 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივარი №69604/003, №69604/004, , №69604/005, , №69604/006, №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნების და 2013 წლის 16 აპრილის №ELO11943, №ELO11945, №ELO11947, №ELO11949, №ELO11955, №ELO11959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის და ამავე ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე; ბათილალ იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანება ,რომლითაც არ დაკმაყოდფილდა შპს „…„ საჩივარი შემოსავლების სამსახურის საბჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის „ 2013 წლის 19 აპრილის №69604/003, , №69604/004, , №69604/005, , №69604/006, , №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნების და 2013 წლის 16 აპრილის №ELO11943, №ELO11945, №ELO11947, №ELO11949, №ELO11955, №ELO11959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგადაასახადო სამართალდარღვევის ოქმები №ELO11943, №ELO11945, №ELO11947, №ELO11949, №ELO11955, №ELO11959 და შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის 19 აპრილის №69604/003, №69604/004, , №69604/005, , №69604/006, , №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნები და ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; შპს „...“ სარჩელი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების №ELO11938, №ELO11939 და საგადასახადო მოთხოვნის №69604/001,№ 69604/002, ასევე ამავე, ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის № 27860 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შპს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 01 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ წარმომადგენლის შუამდგომლობა მათ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა, იმ ნაწილში რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის 16 აპრილის საგადასახადო სამართალდარღვევის №ELO11938, №ELO11939 ოქმების, 2013 წლის 19 აპრილის №69604/001, №69604/002 საგადასაახდო მოთხოვნების ბათილად ცნობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებისა და სა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 02 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „...“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს განჩინება შპს „...“ სარჩელის ნაწილზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარები არ არიან დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 02 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე