საქმე # 330310015001150937
საქმე№ბს-150-148(კ-17) 7 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ღ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება
მესამე პირი - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ღ-ემ 2015 წლის 11 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 11 სექტემბრის №1292/1758-თ-ო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ცნობა) მ. ღ-ის საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №04-296/ო ბრძანება ნაწილობრივ, მ. ღ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2015 წლის 6 ოქტომბრის №09/2738-2015/4 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ნაწილობრივ, მ. ღ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების ნაწილში; დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ღ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია გადაუანგარიშდება და დაენიშნება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოდან - 500 ლარიდან, მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის 24 წლიანი სტაჟის გათვალისწინებით და აუნაზღაურდება მიღებულ სახელმწიფო კომპენსაციასა და მიუღებელ სახელმწიფო კომპენსაციას შორის სხვაობა 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 11 სექტემბრის №1292/1758-თ-ო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ცნობა) მ. ღ-ის საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №04-296/ო ბრძანება ნაწილობრივ, მ. ღ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2015 წლის 6 ოქტომბრის №09/2738-2015/4 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ნაწილობრივ, მ. ღ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების ნაწილში; დაევალა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ღ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია გადაუანგარიშდება და დაენიშნება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოდან - 500 ლარიდან, მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის 24 წლიანი სტაჟის გათვალისწინებით და აუნაზღაურდება მიღებულ სახელმწიფო კომპენსაციასა და მიუღებელ სახელმწიფო კომპენსაციას შორის სხვაობა 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელეისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე