საქმე # 020332115700010113
ბს-446-441(2კ-16) 09 მარტი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2016წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...“ 27.02.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს მიმართ და მოითხოვა 28.03.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1 პუნქტის ბათილად ცნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 21.11.2013წ. Nს-348 ბრძანების პირველი პუნქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა, რომ შპს ,,...“ არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები, ასევე ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა მოპასუხისათვის 999960 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
13.03.2014. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრომ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს ,,...“ მიმართ და მოითხოვა დაეკისროს შპს ,,...“ პირგასამტეხლოს 146400 აშშ დოლარისა და სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის 73221,75 ლარის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.2014წ გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,...“ დაეკისრა 30000 ლარის გადახდის ვალდებულება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,...“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.01.2015წ. გადაწყვეტილებით ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს სააპელაციო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.2014წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს შეგებებული სარჩელი და შპს ,,...“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს სასარგებლოდ დაეკისრა 30000 ლარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,...“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 73221 ლარის და 75 თეთრის და 73200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2015წ. განჩინებით შპს ,,...“ საკასაციო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13.01.2015წ. გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისთვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.12.2015წ. განჩინებით შპს ,,...“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს საკასაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 02.03.2016წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.2014წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს შეგებებული სარჩელი და შპს ,,...“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს სასარგებლოდ დაეკისრა 30000 ლარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,...“ სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 73221 ლარის და 75 თეთრის და 73200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,...“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,,...“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, შპს ,,...“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.05.2016წ. N025 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70%, _ 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2016წ. გადაწყვეტილება;
3. შპს ,,...“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.05.2016წ. N025 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70%, - 5600 ლარი.;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი