Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

760აპ-09 10 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ დ. მ-ს, ტ. ს-ს, ს. მ-ა და გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

ტ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ტ. ს-მ აღნიშნული სასჯელი ფსიქიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამდე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, ხოლო გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესების დაცვით.

ტ. ს-ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 9 სექტემბრიდან.

გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 9 სექტემბრიდან.

დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. მ-მ აღნიშნული სასჯელი ფსიქიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამდე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, ხოლო გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესების დაცვით.

დ. მ-ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 9 სექტემბრიდან.

ს. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 9 სექტემბრიდან.

ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 226-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი გათავისუფლდა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და საბოლოოდ შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 9 სექტემბრიდან.

საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სარჩელის წარმოუდგენლობის გამო, მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა ღიად და მხარეს მიეცა შესაძლებლობა, იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების _ დ. მ-ს, ტ. ს-ს, ს. მ.ა და გ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ.ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ დ. მ-ს, ტ. ს-ს, ს. მ-ა და გ. ჭ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 226-ე მუხლით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ დ. მ-ს, ტ. ს-ს, ს. მ.ა და გ. ჭ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ.ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.