Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

773აპ-09 2 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენით:

ი. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,3,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», ,,დ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა: 24,3,182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მას დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. დ-ს მიესაჯა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქედის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი, 6 თვე, 10 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 მაისიდან.

დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ ლ. ე-ს თანხმობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროს პროკურორ გ. კ-ს, განსასჯელ ი. გ-ს და მისი ინტერესების დამცველ, ადვოკატ თ. მ-ს შორის 2009 წლის 27 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის დადგენის თაობაზე.

ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,3,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით და მიესაჯა: 24,3,182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მას დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის, 55-ე მუხლისა და სსსკ-ის 6791-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ი. გ-ს მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ი. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ქედის რაიონში არსებულ უძრავ ქონებას.

საქართველოს სსკ-ის მე-40,41-ე მუხლების, 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 63-ე მუხლის მეექვსე ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. გ-ს დაენიშნა დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ი. დ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,3,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», ,,დ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.