საქმე Nბს - 883-875(3კ-16) 27 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. მ. რ-ე (მოსარჩელე); ქ. თბილისის მუნციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირი - თ.ნ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. რ-ემ 2014 წლის 19 დეკემბერს აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის წინაამღდეგ, რომლითაც „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ... მ. რ-ის გათავისუფლების შესახებ“ დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 დეკემბრის №182 ბრძანებისა და 2014 წლის 24 ნოემბრის №135 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ... თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული საჯარო შრომით-სამართლებრივი პირობებით დაუყონებლივ აღდგენა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგელოდ სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობებზე იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის, გათავისუფლების დღიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება და მ. რ-ის მიერ 2012, 2013, და 2014 წელს გამოუყენებელი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ნატურით ანაზღაურება; 2014 წლის 15 სექტემბრიდან საქმეებზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის 400 ლარის ანაზრაურება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა: სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისაღები შემაჯამებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მოპასუხისათვის პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატისა და სხვა წარმომადგენლის დახმარებისათვის 2 000 (ორი ათასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება; მოპასუხისათვის მოსარჩელე მ. რ-ის სასრგებლოდ პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო გაღებული სატრანსპორტო ხარჯის - 30.00 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება; მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენიასას გაღებული პროცესის ხარჯის სახით 12 ლარის მოპასუხისათვის მოსარჩელე მ. რ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შაუმდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად №3/4917-14 ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმულ იქნა ეკატერინე ბედიაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, №3/4917-14 ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმულ იქნა თ.ნ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკამყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 დეკემბრის №182 ბრძანება მ. რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და ქ. თბლისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევლა, მ. რ-ე აღადგინოს ქ. თბლისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ... თანამდებობზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 15 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისთვის; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წელს გამოუყენებელი შვებულების (19 კალენდარული დღის) თანხის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკამყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ და თ.ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მ. რ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების, 2014 წლის 15 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი აგადწყვეტილება, რომლითაც მ. რ-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის 1 000 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. რ-ეს უარი ეთქვა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკამყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება შეიცვალა მოწინაამღდეგე მხარისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა მოწინაამღდეგე მხარისათვის 2013 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილში თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. რ-ის სარჩელი 2013 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა მ. რ-ის სასარგებლოს 2013 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება; თ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება დარჩენილ ნაწილში დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მ. რ-ემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ და თ.ნ-ემ. კასატორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით თ.ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მ. რ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციი საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი - მ. რ-ე ვერ ასაბუთებს მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი - მ. რ-ე ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ. რ-ის საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, მ. რ-ის საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. რ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
საქმე # 330310014679688
უსწორობის გასწორების შესახებ
საქმე №ბს-883-875(3კ-16) 15 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებასა და 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; მ. რ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვის ფორმა განისაზღვრა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება; მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე განიმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების თარიღი „2016 წლის 14 ივლისის“ ნაცვლად მითითებულია „2016 წლის 14 აგვისტოს“. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-8, მე-12, მე-13 გვერდებზე და სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში, გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების თარიღი „2016 წლის 14 ივლისის“ ნაცვლად ასევე, მითითებულია „2016 წლის 14 აგვისტოს“, ხოლო მე-4 პუნქტში „გადაწყვეტილების“ ნაცვლად, მითითებულია „განჩინება“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებასა და გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება და გადაწყვეტილება აკრეფილია კომპიუტერის საშუალებით, რა დროსაც არასწორად მიეთითა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების თარიღი „2016 წლის 14 აგვისტოს“, ნაცვლად: „2016 წლის 14 ივლისის“. ასევე არასწორად არის მითითებული გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების თარიღი საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-8, მე-12, მე-13 გვერდებზე და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში „2016 წლის 14 აგვისტოს“, ნაცვლად: „2016 წლის 14 ივლისის“. ამასთან, გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებულია: „განჩინება“, ნაცვლად: „გადაწყვეტილება“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში და 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობები. შესაბამისად, განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებსა და გადაწყვეტილების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილები გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების თარიღი „2016 წლის 14 აგვისტოს“, ნაცვლად მიეთითოს „2016 წლის 14 ივლისის“. ამასთან, გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში ნაცვლად: „განჩინება“, მიეთითოს „გადაწყვეტილება“.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ a:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში და 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების თარიღად მიეთითოს „2016 წლის 14 ივლისის“.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ნაცვლად: „განჩინება“, მიეთითოს „გადაწყვეტილება“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე