Facebook Twitter

#ბს-167-165(კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. და ე. ნ-ეებისა და ი/მ მ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 8 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - მ. შ-ის, ნ. და ე. ნ-ეების მიმართ.

მოსარჩელემ ი/მ მ. შ-ის, ნ. ნ-ის და ე. ნ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა ი/მ მ. შ-ის, ნ. ნ-ის და ე. ნ-ის მოძრავ და უძრავ ქონებაზე, მათ შორის: ავტომობილ „nissan tiida“ სახ. ნომრით ... ყადაღის დადებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების მ. შ-ის, ნ. ნ-ისა და ე. ნ-ის მიმართ და შუამდგომლობა სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 პრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება მ. შ-ის, ნ. ნ-ის და ე. ნ-ის მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების ნაწილში დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი/მ მ. შ-ის (ს/ნ ...), ნ. ნ-ის და ე. ნ-ის სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებას; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ე. ნ-ის სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებას, მათ შორის: ავტომობილ „nissan tiida“ (სახ. ნომრით ...).

2016 წლის 22 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში და ნ. ნ-ის საკუთრებაში რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებებზე მოითხოვა ყადაღის დადება: ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, … ქუჩა #23, უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.თბილისი, ... ქუჩა #34, უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... .

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ნ. ნ-ის საკუთრებაში რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებებს: ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ... ; ქ.სამტრედია, ... ქუჩა #23, უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.თბილისი, ... ქუჩა #34, უძრავი ქონების ს/კ ...; ქ.სამტრედია, სოფ. ..., უძრავი ქონების ს/კ ....

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ი/მ მ. შ-ის, ნ. ნ-ისა და ე. ნ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 და 22 აპრილის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნენ ნ. ნ-ე და ე. ნ-ე ი/მ მ. შ-ის ცრუმაგიერ პირებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ე. ნ-ეებმა და ი/მ მ. შ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვენი ემყარება ვარაუდს მომავალში შესაძლო გარემოების დად...ს შესახებ, რითაც ირღვევა პირის უფლება თავისი საკუთრებით ისარგებლოს და განკარგოს თავისუფლად შეზღუდვის გარეშე. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების ნაცვლად გააკეთა ციტირება და არ განმარტა რას გულისხმობს კანონმდებელი ცნებაში „რეალური და ცრუმაგიერი პირის განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია“, შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ თუ არ განიმარტება განსხვავების შეუძლებლობა, ნ. და ე. ნ-ეების ცრუმაგიერ პირებად მიჩნევას არ აქვს სამართლებრივი დასაბუთება. კასატორები აღნიშნავენ, რომ ი/მ მ. შ-ეს მის საკუთრებად რიცხული ქონების განკარგვის უფლება ჰქონდა, ვინაიდან გასხვისების დროისათვის მას არ გააჩნდა შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება და მის პირად ქონებაზე არ იყო გამოყენებული ქმედების განხორციელების შემზღუდავი ღონისძიებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. და ე. ნ-ეებისა და ი/მ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ე. ნ-ეებისა და ი/მ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი შეიცავს ცრუმაგიერი მფლობელობის დეფინიციას, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ი/მ მ. შ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვი მიზანმიმართულია გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავის არიდებისათვის, რაც ქმნის ნ. ნ-ისა და ე. ნ-ის ი/მ მ. შ-ის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ყ-ეს ნ. და ე. ნ-ეებისა და ი/მ მ. შ-ის საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 17 თებერვალს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ყ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და ე. ნ-ეებისა და ი/მ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ლ. ყ-ეს დაუბრუნდეს ნ. და ე. ნ-ეებისა და ი/მ მ. შ-ის საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 17 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი