საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹878აპ-09 ქ. თბილისი
22 თებერვალი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ უ. ჩ-ს დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით უ. ჩ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (გ. მ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (მ. კ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის მცდელობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად შეიკრიბა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ უ. ჩ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რომლის ათვლაც მას დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 30 მაისიდან.
იმავე განაჩენით ი. ხ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით (ნ. ი-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (გ. მ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწლის ,,ა», იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (მ. კ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის მცდელობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად შეიკრიბა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ი. ხ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რომლის ათვლაც მას დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 30 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულების _ უ. ჩ-სა და ი. ხ-ს მიმართ, კერძოდ: უ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (გ. მ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (მ. კ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის მცდელობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად შეიკრიბა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ უ. ჩ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
იმავე განაჩენით ი. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (ნ. ი-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (გ. მ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (მ. კ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის მცდელობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად შეიკრიბა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ი. ხ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. ამასთან, იმავე განაჩენით, ვინაიდან საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნივთები ჩაბარებული ჰქონდათ კანონიერ მესაკუთრეებს, რაიონული სასამართლოს განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ნივთმტკიცებათა საკითხის დამატებით გადაწყვეტის შესახებ. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ უ. ჩ-სა და ი. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ უ. ჩ-ს დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ უ. ჩ-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (გ. მ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (მ. კ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის მცდელობის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებას, ხოლო ი. ხ-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (ნ. ი-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (გ. მ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტებით (მ. კ-ს კუთვნილი ქონების ქურდობის მცდელობის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ უ. ჩ-ს დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.