Facebook Twitter

№ბს-696-692(უს-17) 21 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე)

მოსარჩელე - ნ. პ-ი

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 3 ნოემბერს ნ. პ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 მარტის #490 საოქმო გადაწყვეტილების, მ. მ-ისათვის ქ. თბილისში, ... ქ. #49-ის მიმდებარედ 18 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გაჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 მარტის №490 საოქმო გადაწყვეტილება მ. მ-ზე ქ.თბილისში, ... ქუჩა №49-ის მიმდებარედ მდებარე 18 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (დღის წესრიგის 49-ე საკითხი); ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. თბილისში, .... ქუჩა №49-ის მიმდებარედ მდებარე 18 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის წარმოსადგენად. მითითებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა ვადა 10 დღით.

2017 წლის 4 აპრილს მ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით მ. მ-ს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა დამატებით 10 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2017 წლის 8 ივნისს ნ. პ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც მხარემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, ქ. თბილისში, ... ქ. #49-ის მომიჯნავედ (ს/კ ...) მ. მ-ის რეგისტრირებულ უფლებაზე, შემდგომი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ. პ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, ქ. თბილისში, ... ქ. #49-ის მომიჯნავედ (ს/კ ...) მ. მ-ის რეგისტრირებულ უფლებაზე, შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება.

2017 წლის 19 ივნისს მ. მ-მა საჩივრით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა 5 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ. პ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, ქ. თბილისში, ... ქ. #49-ის მომიჯნავედ (ს/კ ...) მ. მ-ის რეგისტრირებულ უფლებაზე, შემდგომი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ცვლილების განხორციელება.

აღნიშნული განჩინება მ. მ-მა საჩივრით გაასაჩივრა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2017 წლის 21 ივნისს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა საჩივრის ავტორს - მ. მ-ს და კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 22 ივნისს ჩაჰბარდა მ. მ-ის მამას - რ. შ-ს (პ/ნ ...), რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე აღნიშნული პირის ხელმოწერით (გზავნილზე გაკეთებული კომენტარით, რომ ადრესატი - მ. მ-ი არის მეუღლის გვარზე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად.

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივარზე შეადგენს - თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია - 50 ლარს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინების ასლი საჩივრის ავტორის - მ. მ-ის მამამ - რ. შ-მა 2017 წლის 22 ივნისს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2017 წლის 23 ივნისს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5_დღიანი ვადა 2017 წლის 27 ივნისს (სამშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.

ამდენად, საჩივრის ავტორმა - მ. მ-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება მ. მ-ის საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონშესაბამისია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისისა და 2017 წლის 11 ივლისის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი